Lost In Translation

რა უნდა ვიცოდეთ არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის შესახებ 

ზაფხული ყველაზე აქტიური სეზონია მოგზაურობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მიზანს, იქნება ეს უბრალოდ დასვენება, ანსამბლის ტურნე, სპორტული გუნდების თუ  სამკურნალო ხასიათის ვიზიტები, არასრულწლოვანი ადამიანის ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის საჭიროა სხვადასხვა საბუთების მომზადება ჯერ ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ თარგმნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში კი, აღნიშნული საბუთების თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.  

ვიზიტის მიზნის გათვალისწინებით იცვლება საჭირო დოკუმენტების ნუსხა და მათი მომზადების ფორმაც.

ვიზიტის ტიპებს შორის ყველაზე პოპულარულია ბავშვების სამოგზაუროდ წაყვანა, რა დროსაც, შესაბამისი ქვეყნები ითხოვენ სტანდარტულ დოკუმენტაციას: პასპორტი, მშობლის ან მშობლების თანხმობა ან/და დაბადების მოწმობაც.  

პირველ რიგში, მოდით, დავარღვიოთ მითები: 

N1 მითი – “თარგმანი უნდა დამოწმდეს ნოტარიულად” –  ამოიგდეთ თავიდან ფრაზა – “მოდი, ბარემ დავამოწმოთ ნოტარიულად”, უმჯობესია, რომ კონკრეტული საელჩოს გვერდზე გადაამოწმოთ ან დარეკოთ და გაარკვიოთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ნოტარიულად დამოწმება, რადგან მთელი რიგი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება სავალდებულო არ არის.   

N2 მითი – დოკუმენტი უნდა ითარგმნოს იმ ქვყენის ენაზე, რომელ ქვეყანაშიც მივდივარ. “საფრანგეთში მივდივარ და აბა, რა ენაზე უნდა ითარგმნოს”  – ეს ასე არ არის, ათიდან ცხრა შემთხვევაში, გარდა სახელმწიფო ენისა, ალტერნატივად ყოველთვის მითითებულია ინგლისური ენა. შესაბამისად, შეგიძლიათ არ ეძებოთ სხვა ენის მთარგმნელი, განსაკუთრებით კი ეს ეხება, შედარებით იშვიათ ენებს, რადგან იშვიათი ნიშნავს იმას, რომ ენის სპეციალისტი იშვიათია, პროცესი დროში გაწელილია და ინგლისურ ან რუსულ ენებთან შედარებით, გაცილებით ძვირია, ხშირად ორჯერ-სამჯერ ძვირია. განსაკუთრებით ძვირია თურქულ, არაბულ, ჩინურ, ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა. 

იხილეთ, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვას მაგალითები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან, შესაბამისი ბმულებით:   

გერმანია

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე:http://www.tiflis.diplo.de

საფრანგეთი

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
 სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე: https://ge.ambafrance.org/article2114
https://ge.ambafrance.org/article2115

ლიეტუვა

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
  სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე: http://ge.mfa.lt/ge/ge/mogzauroba

 

თქვენთვის სასურველი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, კონკრეტულად კი, სექცია – სავიზო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის

რა გვჭირდება არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად: 

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა;
  • არასრულწლოვანი პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობა –  14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში.
  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

როგორც ხედავთ, 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აუცილებელია.  ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2016 წელს “თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მის ინიციატივას, რომ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთი მშობლის მიმართვის შედეგად ბავშვის პასპორტი გაუქმდეს და, შესაბამისად, მეორე მშობელმა მისი საზღვარგარეთ გაყვანა ვეღარ შეძლოს.

მინისტრი განმარტავს, რომ არასრულწლოვანისთვის პასპორტის აღება ორივე მშობლის თანხმობას საჭიროებს, თუმცა დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბავშვის ინტერესს დაიცავს მაშინ, თუკი მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე აღებული პასპორტით მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და გაიყვანის საზღვარგარეთ.”

“ჩვენ შემოვიტანთ ვალდებულებას მშობლებისთვის, რომ როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, ისინი შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს და გაათვითცნობიერებენ იმას, სავალდებულო წესით, რომ დიახ, პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც სამგზავრო დოკუმენტს უღებენ საკუთარ ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ.  წყარო ნეტგაზეთი

რა გვჭირდება არასრულწლოვნის თანხმობის ასაღებად   

როგორც ვხედავთ, პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც მშობლები სამგზავრო დოკუმენტს უღებენ საკუთარ ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ. 

თუმცა,  აქაც, როგორც წინა შემთხვევებში, გაითვალისწინეთ კანონმდებლობით გაწერილი სხვა ნიუანსებიც და სამიზნე ქვეყნის სასაზღვრო მოთხოვნები. 

თანხმობა უნდა მოამზადოთ ნოტარიუსთან. როგორც ვიცით, ზაფხული დატვირთული სეზონია და არც ნოტარიუსები გამოირჩევიან დიდი სიმკვირცხლით, ამიტომ, უმჯობესია, საქმე წინ წაიგდოთ და დოკუმენტის წინასწარ მომზადების მიზნით, საჭირო დოკუმენტები დაასკანეროთ და ნოტარიუსს გაუგზავნოთ მეილზე და თან დაურეკოთ

ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები, თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.notary.ge . ამის შემდეგ იზრუნებთ დოკუმენტის თარგმნაზე. 

ასევე გთავაზობთ უფრო მკვირცხლ ვარიანტს, რომელიც უკვე დიდი ხანია დავნერგეთ პრაქტიკაში, თანხმობის მომზადებისთვის საჭირო დოკუმენტებს ვიღებთ ჩვენ – მთარგმნელობითი სააგენტო “პოლიგლოტ+” და ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც ქართულ, ასევე, შესაბამის ენაზე დოკუმენტის მომზადების მთელ პროცესს.

საბოლოოდ, მოხვალთ ერთხელ, სრული პაკეტის წასაღებად, თავიდან აირიდებთ უსასრულო ლოდინს, რიგს და განმეორებით ვიზიტებს.    

თანხმობის მომზადებისთვის საჭიროა:  

  1. მშობლის/მშობლების პირადობის მოწმობა 
  2. გასამგზავრებელი ბავშვის დაბადების მოწმობა და პასპორტი (თუ აქვს) 
  3. ბავშვის გამყოლი/თანხმლები პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასპორტი  

ამგვარად, თქვენ არ მოგიწევთ ორჯერ ან მეტჯერ მისვლა სანოტარო ბიუროში და მთარგმნელობით სააგენტოში და ხელმომწერი მშობელი მივა ხელმოსაწერად, შეთანხმებულ დროს. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
592150302
593211656

მოგვწერეთ და გამოგვიგზავნეთ მეილზე – polyglot2004@gmail.com
Skype: polyglot.plus
FB: https://www.facebook.com/targmna/

 

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ ❤ 

m

 

 

————————————- 

დამატებითი ინფორმაცია – საქართველოს კანონი მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ –  https://matsne.gov.ge/ka/document/view/93850?publication=15  

   მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

  1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
  2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
  3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
  4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
  5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

  1. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
  2. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: