სანოტარო მომსახურების ფასები იზრდება

ჩვენ, მთარგმნელებს, ნოტარიუსთან დასამოწმებლად შეგვაქვს სრულყოფილად გამზადებული დოკუმენტაცია, რადგან გვირჩევნია კლიენტი კმაყოფილი წავიდეს და ნაკლებად მივიდეს თავბედის წყევლის მდგომარეობამდე – ამიტომ უფასოდ ვაკეთებთ იმ საქმესაც, რასაც ნოტარიუსი და თანაშემწე უნდა აკეთებდნენ და მაინც ხშირად პროცესი დროში იწელება და დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. … Read More სანოტარო მომსახურების ფასები იზრდება

ფილმები და თარგმანი

დღეს ბიაფის ფარგლებში ცნობილი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის პრესკონფერენციას და მასტერკლასს დავესწარი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრესკონფერენციის დროს შეეხო, იყო ფილმების თარგმანის საკითხი. თარგმანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ფილმის უდიდესი ნაწილი დიალოგებზე დგას. ჩემი, როგორც მთარგმნელის გადმოსახედიდან, ისეთივე შრომას მოითხოვს როგორც მხატვრული ნაწარმოების თარგმნა, და საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთარგმნელისთვის იმ ენისთვის, ქვეყნისთვის, კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების შენარჩუნება… Read More ფილმები და თარგმანი

თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

საქართველოში, მთარგმნელები თითქმის არ ვართ “განებივრებული” თემატური სემინარებით, ფორუმებით, ტრენინგებით, განსაკუთრებით კი ლიტერატურული, სამეცნიერო თარგმანების მიმართულებით. ამ შემთხვევაში გამიმართლა, მეგობარმა ლინკი გამომიგზავნა თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ, სხვანაირად ალბათ ვერც გავიგებდი, ან ძალიან გვიან. მითითებულ მისამართზე გავაგზავნე განაცხადი ინგლისური ენის მიმართულებით და დადებითი პასუხიც მალე მივიღე, ცოტა ხნის შემდეგ დავალებებიც გამომიგზავნეს, ლიტერატურული თარგმანი – ორი… Read More თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

Bing თარჯიმანი

ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას; Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator. 

ბლოგი მზადების პროცესშია

პერიოდულად შემოგთავაზებთ თარგმანებს, სიახლეებს მთარგმნელობით და სხვა მასთან დაკავშირებულ სფეროებში, გაგიწევთ კონსულტაციებს, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს და დაგეხმარებით.  🙂