კონტაქტი

მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას 45 (”რუსთავი 2” -ის შენობა), III სართული, ოთახი 302

ტელ (ოფისი): 2 392-692

მობ: 593 211 656

ელ-ფოსტა: polyglot2004@gmail.com

Skype: polyglot.plus

Facebook: https://www.facebook.com/targmna

16 responses

  1. უი რა ახლოს ხართ :დ :დ
    კვირაობით, რა სად როდის თამაშია არის კომაროვის სკოლაში და გზად გვიწევს მაგ შენობის გავლა :დ

    March 12, 2012 at 7:56 pm

  2. khatuna darsavelidze

    გამარჯობათ! უკვე 16-17 წელია ვფლობ თურქულ ენას. თარჯიმნად ვყოფილვარ ბევრგან სასამართლოებზე (მრავალჯერ), სემინარიებზე ანუ არ არსებობს თემა რასაც არ შევხებივარ. 2008 წელს მივმართე თურქეთის საელჩოში იმ დროინდელ განათლების კონსულს ბ-ნ მელიქ იანიანს რათა გამევლო საელჩოში არსებული 3 წლიანი თურქული ენის შემსწავლელი კურსი, სერთიფიკატის ასაღებად. ბ-ნ მელიქ იანიანმა არ ჩათვალა საჭიროდ რომ გამევლო ეს კურსები და პირდაპირი ტესტირების შედეგად (რაშიც 100 ქულა ავიღე) მომცა სერთიფიკატი. ახლახანს დამიკავშირდა ახლობელი და შემომთავაზა საქმე, მაგრამ ამ საქმეში მჭირდება ციხეზე შესვლა და რომ გავიკითხე ამისათვის საჭირო ყოფილა, რომ გაწევრიანებული ვიყო თარჯიმანთა ასოციაციაში თუ პალატაში. იქნება დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე? აქამდე არ შემქმნია პრობლემა შესული ვარ ქუთაისის ციხეზე 9-ჯერ, ყოფილ ორთაჭალის ციხეზე და ა.შ. წინასწარ გიხდით მადლობას

    April 20, 2012 at 1:09 pm

  3. მოგესალმებით ხათუნა,
    პირველ რიგში მაინტერესებს სად გაიკითხეთ და ვინ მოგაწოდათ ასეთი ინფორმაცია, მთარგმნელთა ასოციაცია ან პალატა არ არსებობს, არც ისეთი ორგანიზაცია/დაწესებულება არსებობს რომელიც მოგანიჭებთ თქვენ უფლებამოსილებას.
    პირველ რიგში უფლებამოსილებას განიჭებთ დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს ენის ცოდნას, ამ შემთხვევაში ეს არის თქვენი სერთიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ წარადგინოთ ციხეში შესვლის დროს ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, თუ კი ორიგინალის წარდგენა არ გსურთ. ხოლო თუ სერთიფიკატი თურქულ ენაზეა, საჭიროა მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება.

    April 20, 2012 at 3:03 pm

  4. Natalia23

    Polyglot

    პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ დამწყები თარჯიმნებისათვის!

    ეხლა რაც შეეხება თქვენს ინფორმაიას თარჯიმანთა ასოციაციის შესახებ; ეს მცდარია. არსებობს ასოციაცია, თუმცა ბევრმა არ იცის, რადგან საკმაოდ ცოტაა გაწევრიანებული ამა თუ იმ მიზეზის გამო.. kevana, რაც შეეხება თქვენს პრობლემას, სწორი პასუხი გაგცათ “პოლიგლოტმა”, გჭირდებათ სერთიფიკატი, თუმცა მე არ გირჩევთ ციხეში შესვლას, ნამდვილად არ არის ადვილი🙂

    წარმატებები ყველას!

    August 3, 2012 at 8:09 pm

    • დიდი მადლობა კომენტარისთვის🙂

      რაღაც ასოციაცია ფორმალურად არსებობს, ყურმოკვრით მეც მსმენია, შეიძლება რამდენიმეც კია რეგისტრირებული, მაგრამ რამდენად ფუნქციურია, ცნობილია და ვინმესთვის სასარგებლოა ეს კიდევ მეორე საკითხია🙂

      August 4, 2012 at 7:50 am

  5. Natalia23

    Polyglot

    რეგისტრაცია საკმაოდ პრობლემურია, ძირითადად საკმაოდ გამოცდილი თარჯიმნები არიან დარეგისტრირებულები (გარკვეული წრე, რომელიც ერთმანეთს უკვე კარგად იცნობს). მიდინარეობს შეხვედრები საინტერესო საკითხებზე, მაგალითად ქონდათ შეხვედრა საგადასახადოს წარმომადგენლებთან ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე (საგადასახადო თემატიკა, მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსი და ა.შ. ) და ა.შ.
    მე პირადად მომდის მათგან მეილები (მეც წევრი ვარ, თუმცა მე ნამდვილად ფორმალურად🙂 ) და თვალყურს შორიდან ვადევნებ მათ საქმიანობას. აქვთ კონტაქტი საკმაოდ ცნობილ საერთაშორისო მთარგმნელობით ასოციაციასთან.. მართალი გითხრათ, მე პირველ შეხვედრაზე ვიყავი, შემდეგ ისე მოხდა, რომ ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე და ეხლა “სისი”-ში ჩასმული ვადევნებ თვალს მათ აქტივობებს🙂

    გუშინ გამახსენდა კიდევ ციხესთან დაკავშირებით. როგორც ხათუნამ დაწერა, იგი პროცესზე თარჯიმნად იღებდა მონაწილეობას. მე მომივიდა ერთხელ ზუსტად მასე; არ მიშვებდნენ ციხეში, პირადობის გარდა არაფერი მქონდა წაღებული. მოკლედ, მარჯვე ადვოკატს გაახსენდა,რომ გადაწყვეტილებაში თარჯიმნად ვიყავი დაფიქსირებული, განცხადება დაწერა იქვე, გადაწყვეტილების ასლი დაურთო და პრობლემაც მოიხსნა🙂 (მეც კმაყოფილი დავრჩი, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა🙂 )))

    პ.ს. Polyglot, როგორც გიწერიათ საზაფხულო სკოლაში აპირებთ მონაწილეობის მიღებას. მეც დამეკონტაქტნენ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ სექტემბერში დელეგაციას უნდა ვზდიო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ🙂 და თანხა აღარ გადამიხდია. კარგი იქნება თუ შემდეგ გაგვიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

    მადლობა!

    August 4, 2012 at 1:09 pm

    • ხომ არ შეგიძლიათ მათი კონტაქტები მომცეთ? ან ვებგვერდი ხომ არ გაქვთ, ან ფეისბუქზე ხომ არ არიან?🙂

      August 4, 2012 at 1:28 pm

  6. Natalia23

    როგორც გითხარით, მე ნამდვილად “ფორმალურად” ვარ გაწევრიანებული🙂 ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს მათ ვებ გვერდზე, ან მითუმეტეს ფეისბუქზე (მე თვითონ არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი). თუმცა, მომწერენ თუ არა, მაშინვე მოგწერთ მათ მეილს.

    სტატია ვიპოვე, სადაც ნახსენებია აოსოციაცია http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-10-08/10182

    August 4, 2012 at 1:47 pm

    • იურ. პირთა რეესტრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რეგისტრირებულია ორი 1) საქართველოს თარჯიმანთა ასოციაცია “ეს-ჯი-ეს”და 2) მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაცია

      August 4, 2012 at 1:53 pm

    • NINO

      გამარჯობათ, ყურადღებით წავიკითხე თქვენი მიმოწერები, რადგან მეც , როგორც თარჯიმანს მაღელვებს ჩვენი პრობლემები და მათი მოგვარების გზებს ვეძებ. გთხოვთ, დამაკვალიანოთ, სად არის თარჯიმანთა ასოციაცია, რათა გავწევრიანდე ჩემს მეგობრებთან ერთად და განვიხილოთ დღეისთვის წამოჭრილი საერთო პრობლემები. მადლობას გიხდით წინასწარ.

      July 23, 2014 at 6:18 am

  7. Natalia23

    თამუნა,

    მე საკამათოდ არ დამიწერია არაფერი. უბრალოდ გითხარით, რომ არსებობს ასოციაცია და თუ თქვენ არ იცით, ესეც დიდი ტრაგედია არ არის, რადგან ასოციაციის წევრების რაოდენობა ასსაც არ აღწევს, თუ არ ვცდები.

    პატივს ვცემ თქვენ საქმეს, მოტივაციას და იმედია ჩემი კომენტარებით არავის გაწყენინეთ.

    კიდევ ერთხელ წარმატებები ყველას!

    August 4, 2012 at 2:24 pm

    • აბა კამათი?🙂🙂

      ინტერესის გამო მოვძებნე რეესტრში და თქვენც გაგიზიარეთ ინფორმაცია ეს არის და ეს🙂

      August 4, 2012 at 2:44 pm

  8. Nino

    იგივე შემთხვევა მქონდა, რაც ხათუნას… სად არის მთარგმნელთა ასოციაცია, ეს ჩვენი ყოველი მთარგმნელის და თარჯიმნის მინუსია… და ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაკომპეტენტური თანამშრომლების, ვინაიდან როცა რუსთავის დაწესებულებაში შედიხარ და დიპლომიც საკმარისია და დიპლომსაც არ გთხოვენ, და ამ დროს პარალელურად გლდანში არავინ გიშვებს თუ რომელიმე თარჯიმანთა ბიუროს მიერ არ არის გაცემული ცნობა??? ანდა გთხოვენ ისეთივე ბეიჯს, როგორც ეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული მოწმობაა??? ნუთუ არ უნდა იყვნენ ინფორმირებული სასჯელაღსრულების მოქალაქეთა მისაღებში მომუშავე პერსონალი, რომ საქართველოში არ არსებობს მსგავსი ასოციაცია…

    January 1, 2013 at 5:55 pm

    • ეს მაგ უწყებათა დიდი მინუსია ნამდვილად

      January 4, 2013 at 10:45 am

  9. Beqi

    Gamarjoba.mainteresebs xom ar icit italiashi kerdzod barshi tqveni mzgavsi datcesebukeba sadac sheidzleba aviyvanot qartveli taejimani an iqneb is mainc icodet rogor sheidzleba gavigo.sastcrapod gvchirdeba.iq aravin gvkavs iseti vinc gamigebs da vipiqre iqneb tqven iyot inpormirebulitqo.tcinastcar gixdit madlibas yuradgebistvis.

    September 14, 2016 at 12:45 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s