უფასო სასწავლო რესურსები ინგლისურ ენაში

ამ რესურსებს თქვენითაც იპოვიდით, მჯერა, თუმცა ერთ სივრცეში თავმოყრილს, რა ჯობია?!

მასალებს მარტივად გამოიყენებს, როგორც პედაგოგი, ასევე სტუდენტი. აქვე იპოვით სკოლის მოსწავლის შესაფერის სასწავლო მასალებსაც.

Dreamreader.net – კითხვის და მოსმენის პრაქტიკა

აქ ნახავთ სხვადასხვა დონის და მიმართულების თემატურ ტექსტებს, რასაც თან ახლავს ტექსტის აუდიო ვერსია, ქვიზები და ლექსიკონი.

Commonlit.com – რესურსები III-XIII კლასებისთვის

აქ ნახავთ კლასის შესაბამის ტექსტებს, წიგნებს, ქვიზებს, ხოლო მასწავლებლებს შეუძლიათ აქვე შეაფასონ, შეიტანონ შენიშვნები და განიხილონ.

Starfall.com – ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის

აქ ნახავთ სახალისო სავარჯიშოებს ანბანის, მარტივი ფრაზების, ტექსტების სახით. რასაკვირველია, ძირითადად ანიმაციური ვიზუალით და გახმოვანებით.

Speakandimprove.com – ესაუბრე რობოტ სენდის

ესაუბრე რობოტ სენდის და დახვეწე ლაპარაკის და მოსმენის უნარები. რობოტი სენდი შეაფასებს თქვენს ლაპარაკს და გაგავარჯიშებთ.

Quillbot.com – მართლწერის და ლექსიკონის გაუმჯობესება

ეს პორტალი საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ პერიფრაზებზე, გაიუმჯობესოთ ლექსიკონი და შეამოწმოთ გრამატიკა/მართლწერა. მიზანშეწონილია მასწავლებლებისთვის, ინგლისურენოვანი ქოფირაითერებისთვის და ზოგადად, იმ ადამიანებისთვის, ვინც ინგლისურ ენაზე წერს.

Fobook.ru – მხატვრული ლიტერატურა და ჟურნალები

აქ, დონეების მიხედვით და ასევე ორიგინალში იპოვით და PDF ფორმატში ჩამოტვირთავთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, კომიქსებს, ჟურნალებს.

Audio-lingua.eu – აუდიო სამყარო 14 ენაზე

დიახ, არ მოგეჩვენათ – აქ იპოვით აუდიო რესურსებს 14 ენაზე, მათ შორის ოთხ რეგიონალურ ენაზე – ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ოქსიტანური, კატალანური, კორსიკული და ა.შ.

დატოვე კომენტარი