Lost In Translation

რა უნდა ვიცოდეთ არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის შესახებ 

ზაფხული ყველაზე აქტიური სეზონია მოგზაურობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მიზანს, იქნება ეს უბრალოდ დასვენება, ანსამბლის ტურნე, სპორტული გუნდების თუ  სამკურნალო ხასიათის ვიზიტები, არასრულწლოვანი ადამიანის ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის საჭიროა სხვადასხვა საბუთების მომზადება ჯერ ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ თარგმნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში კი, აღნიშნული საბუთების თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.  

ვიზიტის მიზნის გათვალისწინებით იცვლება საჭირო დოკუმენტების ნუსხა და მათი მომზადების ფორმაც.

ვიზიტის ტიპებს შორის ყველაზე პოპულარულია ბავშვების სამოგზაუროდ წაყვანა, რა დროსაც, შესაბამისი ქვეყნები ითხოვენ სტანდარტულ დოკუმენტაციას: პასპორტი, მშობლის ან მშობლების თანხმობა ან/და დაბადების მოწმობაც.  

პირველ რიგში, მოდით, დავარღვიოთ მითები: 

N1 მითი – “თარგმანი უნდა დამოწმდეს ნოტარიულად” –  ამოიგდეთ თავიდან ფრაზა – “მოდი, ბარემ დავამოწმოთ ნოტარიულად”, უმჯობესია, რომ კონკრეტული საელჩოს გვერდზე გადაამოწმოთ ან დარეკოთ და გაარკვიოთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ნოტარიულად დამოწმება, რადგან მთელი რიგი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება სავალდებულო არ არის.   

N2 მითი – დოკუმენტი უნდა ითარგმნოს იმ ქვყენის ენაზე, რომელ ქვეყანაშიც მივდივარ. “საფრანგეთში მივდივარ და აბა, რა ენაზე უნდა ითარგმნოს”  – ეს ასე არ არის, ათიდან ცხრა შემთხვევაში, გარდა სახელმწიფო ენისა, ალტერნატივად ყოველთვის მითითებულია ინგლისური ენა. შესაბამისად, შეგიძლიათ არ ეძებოთ სხვა ენის მთარგმნელი, განსაკუთრებით კი ეს ეხება, შედარებით იშვიათ ენებს, რადგან იშვიათი ნიშნავს იმას, რომ ენის სპეციალისტი იშვიათია, პროცესი დროში გაწელილია და ინგლისურ ან რუსულ ენებთან შედარებით, გაცილებით ძვირია, ხშირად ორჯერ-სამჯერ ძვირია. განსაკუთრებით ძვირია თურქულ, არაბულ, ჩინურ, ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა. 

იხილეთ, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვას მაგალითები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან, შესაბამისი ბმულებით:   

გერმანია

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე:http://www.tiflis.diplo.de

საფრანგეთი

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
 სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე: https://ge.ambafrance.org/article2114
https://ge.ambafrance.org/article2115

ლიეტუვა

იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
  სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე: http://ge.mfa.lt/ge/ge/mogzauroba

 

თქვენთვის სასურველი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, კონკრეტულად კი, სექცია – სავიზო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის

რა გვჭირდება არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად: 

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა;
  • არასრულწლოვანი პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობა –  14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში.
  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

როგორც ხედავთ, 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აუცილებელია.  ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2016 წელს “თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მის ინიციატივას, რომ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთი მშობლის მიმართვის შედეგად ბავშვის პასპორტი გაუქმდეს და, შესაბამისად, მეორე მშობელმა მისი საზღვარგარეთ გაყვანა ვეღარ შეძლოს.

მინისტრი განმარტავს, რომ არასრულწლოვანისთვის პასპორტის აღება ორივე მშობლის თანხმობას საჭიროებს, თუმცა დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბავშვის ინტერესს დაიცავს მაშინ, თუკი მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე აღებული პასპორტით მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და გაიყვანის საზღვარგარეთ.”

“ჩვენ შემოვიტანთ ვალდებულებას მშობლებისთვის, რომ როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, ისინი შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს და გაათვითცნობიერებენ იმას, სავალდებულო წესით, რომ დიახ, პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც სამგზავრო დოკუმენტს უღებენ საკუთარ ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ.  წყარო ნეტგაზეთი

რა გვჭირდება არასრულწლოვნის თანხმობის ასაღებად   

როგორც ვხედავთ, პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც მშობლები სამგზავრო დოკუმენტს უღებენ საკუთარ ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ. 

თუმცა,  აქაც, როგორც წინა შემთხვევებში, გაითვალისწინეთ კანონმდებლობით გაწერილი სხვა ნიუანსებიც და სამიზნე ქვეყნის სასაზღვრო მოთხოვნები. 

თანხმობა უნდა მოამზადოთ ნოტარიუსთან. როგორც ვიცით, ზაფხული დატვირთული სეზონია და არც ნოტარიუსები გამოირჩევიან დიდი სიმკვირცხლით, ამიტომ, უმჯობესია, საქმე წინ წაიგდოთ და დოკუმენტის წინასწარ მომზადების მიზნით, საჭირო დოკუმენტები დაასკანეროთ და ნოტარიუსს გაუგზავნოთ მეილზე და თან დაურეკოთ

ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები, თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.notary.ge . ამის შემდეგ იზრუნებთ დოკუმენტის თარგმნაზე. 

ასევე გთავაზობთ უფრო მკვირცხლ ვარიანტს, რომელიც უკვე დიდი ხანია დავნერგეთ პრაქტიკაში, თანხმობის მომზადებისთვის საჭირო დოკუმენტებს ვიღებთ ჩვენ – მთარგმნელობითი სააგენტო “პოლიგლოტ+” და ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც ქართულ, ასევე, შესაბამის ენაზე დოკუმენტის მომზადების მთელ პროცესს.

საბოლოოდ, მოხვალთ ერთხელ, სრული პაკეტის წასაღებად, თავიდან აირიდებთ უსასრულო ლოდინს, რიგს და განმეორებით ვიზიტებს.    

თანხმობის მომზადებისთვის საჭიროა:  

  1. მშობლის/მშობლების პირადობის მოწმობა 
  2. გასამგზავრებელი ბავშვის დაბადების მოწმობა და პასპორტი (თუ აქვს) 
  3. ბავშვის გამყოლი/თანხმლები პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასპორტი  

ამგვარად, თქვენ არ მოგიწევთ ორჯერ ან მეტჯერ მისვლა სანოტარო ბიუროში და მთარგმნელობით სააგენტოში და ხელმომწერი მშობელი მივა ხელმოსაწერად, შეთანხმებულ დროს. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
592150302
593211656

მოგვწერეთ და გამოგვიგზავნეთ მეილზე – polyglot2004@gmail.com
Skype: polyglot.plus
FB: https://www.facebook.com/targmna/

 

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ ❤ 

m

 

 

————————————- 

დამატებითი ინფორმაცია – საქართველოს კანონი მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ –  https://matsne.gov.ge/ka/document/view/93850?publication=15  

   მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

  1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
  2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
  3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
  4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
  5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

  1. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
  2. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.

 

Advertisements

როგორ გვეხმარება ალკოჰოლი უცხო ენაზე ჭიკჭიკში? 

არ იფიქროთ, რომ ალკოჰოლი დაგეხმარებათ ელვის სისწრაფით მოუსმინოთ აუდიო-სასწავლო მასალას, შეასრულოთ წერითი დავალებები, გადაიკითხოთ წიგნები და ჩამოარაკრაკოთ ლექსიკონები. ალკოჰოლის მსუბუქად მიღება, მოგიხსნით იმ უხერხულობას, მორიდებას და შებოჭილობას, რაც თან ახლავს ახალ ენაზე ხმის ამოღების პროცესს, თამამად გადალახავთ რა, ნერვიულობის თუ ყოყმანის ფაზებს.

ფსიქოფარმაკოლოგიის ჟურნალში აწ უკვე ყბადაღებული ბრიტანელი და ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევა გამოქვეყნდა; კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა გერმანელმა, რომლებიც ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

თითოეულ მონაწილეს ჰოლანდიურ ენაზე 2 წუთიანი გასაუბრება დაევალა. გასაუბრებამდე, ნახევარს დაალევინეს წყალი, ხოლო მეორე ნახევარს ალკოჰოლური სასმელი მსუბუქი დოზით.

საუბრის ჩანაწერი შეაფასა ორმა ჰოლანდიელმა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რომელმა მონაწილემ მიიღო ალკოჰოლი და რომელმა წყალი. მათ დადებითად შეაფასეს ჩანაწერები. საერთო ჯამში, ჰოლანდიელებმა აღნიშნეს, რომ ალკოჰოლის ჯგუფის მონაწილეებს ახასიათებდათ საუბრის სისხარტე, კერძოდ კი, უკეთესი აქცენტი, წყლის ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით. რაც შეეხება გრამატიკის, ლექსიკის და მსჯელობის დონეს, ორივე ჯგუფში ერთნაირი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამგვარად, კვლევის მიხედვით, ალკოჰოლი „ამცირებს ენობრივ მღელვარებას“ და ამასთან, შებოჭილობის მოხსნის ხარჯზე, ზრდის ცოდნის დონეს, უფრო სხარტად და თამამად გამოთქვამთ სიტყვებს, რაც აუმჯობესებს თქვენს აქცენტს.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევაში გამოიყენეს ალკოჰოლის დაბალი დოზა, რადგან, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას, მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლუღლუღს თუ გამორჩებით.

 

————–

იხილეთ TIME.com-ის სტატია სრულად ამ ბმულზე. 

 

5 უფასო კურსი სამედიცინო მასალების მთარგმნელებისთვის

სამედიცინო მასალების მთარგმნელი იშვიათია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთარგმნელებს არ აქვთ სპეციალური  განათლება ამ მიმართულებით ან/და აკლიათ გამოცდილება. სამედიცინო მთარგმნელებისთვის განკუთვნილი სპეცკურსი კი საქართველოში არ გვაქვს, თუმცა ინტერნეტის საშუალებით ბევრი უფასო კურსია ხელმისაწვდომი.

ჩვენი გუნდის სამედიცინო მასალების მთარგმნელებმა შეარჩიეს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის საინტერესო სამედიცინო რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ სამედიცინო ტერმინოლოგიის დახვეწაში და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასოდ.

 

1. Doane University, ნებრასკა, აშშ  

სამედიცინო ტერმინოლოგიის 8 კვირიანი კურსი, სადაც შეისწავლით საბაზისო ტერმინებს ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და დიაგნოსტიკის მიმართულებით. კვირაში მოითხოვს 5-10 საათამდე დროს. თუ გსურთ მიიღოთ ამ უნივერსიტეტის ოფიციალური სერთიფიკატი, იხდით 79 დოლარს.

კურსის ლინკი: https://www.edx.org/course/medical-terminology-0 

2. University of Pittsburgh, პენსილვანია, აშშ 

კურსი უშუალოდ ეხება აშშ-ს საავადმყოფოებში მიღებულ სამედიცინო ენას, ტერმინებს და აბრევიატურებს.

კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/clinical-terminology

3. Yale University, კონექტიკუტი, აშშ  

გულმკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ანატომია – იელის უნივერსიტეტის ეს კურსი საშუალო სირთულისაა, 4 კვირიანი და თქვენგან მოითხოვს კვირაში 5-10 საათის დათმობას.

კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/trunk-anatomy 

4. Harvard University, მასაჩუსეტსი, აშშ

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა – ეს კურსიც საშუალო სირთულისაა და გაეცნობით კლინიკურ პრაქტიკაში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის დამახასიათებელ ყველაზე გავრცელებულ დაზიანებებს/დაავადებებს და შესაბამის ტერმინებს.

კურსის ლინკი: https://www.edx.org/course/anatomyx-musculoskeletal-cases-harvardx-at1x

5. University of Geneva, შვეიცარია 

კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებები/ნივთიერებები, ნარკოკონტროლი, რეფორმები, დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაცია და ა.შ.

კურსი ინგლისურენოვანია და ასევე აქვს ფრანგული, ესპანური და რუსული ენების მხარდაჭერა.

კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/drugs

 

 

დამატებითი ქართულენოვანი რესურსები: 

MEDGEO.NET – http://www.medgeo.net/2009/07/07/scientific_matter/  

ბიოლოგიური ლექსიკონი – http://bio.dict.ge/ka/

ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონი – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=13

5 საუკეთესო ფილმი მთარგმნელებისთვის

ფილმები არსებობს ყველაფერზე, მათ შორის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა თარგმნა და მთარგმნელის საქმიანობა. ბევრი საინტერესო სცენარი შეიძლება, განვითარდეს არასწორი თუ სწორი თარგმანის შედეგად, დაანგრიოს ან ააშენოს ყველაფერი, ვინმეს სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს და ა.შ.

ბევრი საინტერესო ფილმი შეიქმნა, სადაც მთარგმნელი/თარგმანი მთავარ როლს თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს მაინც ასრულებს.

ჩვენი ხუთეული ასე გამოიყურება:

1) The Intepreter / თარჯიმანი  

სიდნი პოლაკის 2005 წელს გადაღებული პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ ქიდმანი და შონ პენი ასახიერებენ. ნიკოლ ქიდმანი გაეროს თარჯიმნის როლშია. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც თარჯიმნის ჯიხურში მყოფი ნიკოლ ქიდმანის პერსონაჟი, ორი პოლიტიკოსის პირად გასაუბრებას მოისმენს და რასაკვირველია გაიგებს.

2) Arrival / ჩამოსვლა  Continue reading

შემხვდი სტამბოლში – Meet me in Istanbul

სტამბოლი ერთ-ერთი პოპულარული სამოგზაურო ადგილია, თუმცა 90-იანი წლების გათვალისწინებით, მგონი რომ აქ საკმაოდ გვიან აღმოვაჩინეთ როგორც სამოგზაურო/ტურისტულად მიმზიდველი ადგილი.

“შემხვდი სტამბოლში” რიჩარდ ჩიშოლმის წიგნია, PDF-ის სახით შეგიძლიათ ამ წიგნის Intermediate დონე ჩამოტვირთოთ, ინგლისურ ენაზე.   😉 enjoy!

Richard_Chisholm_-_Meet_Me_in_Istanbul

 

istanbul

აზერბაიჯანულ – რუსული ლექსიკონი

ბლოგზე ვაგრძელებ წიგნების სერიის ატვირთვას და ამჯერად გთავაზობთ ბაქოს უნივერსიტეტის 2006 წელს გამოცემულ აზერბაიჯანულ-რუსულ ლექსიკონს PDF ფაილების სახით.

წიგნი I – A-D

წიგნი II – E-K

წიგნი III – Q-R

წიგნი IV – S-Z

 

Flag of Azerbaijan (1)

The Fury of Cocks

ჩანაწერის ავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი

—————————————–

1970-იანების დასაწყისში უკვე ასაკში შესული ჟან ჟენე ლურჯი პერანგითა და ჭუჭყიანი ჯინსებით კოლუმბიის უნივერსიტეტში ბლექ პანტერების დამცავი სიტყვით გამოდის. მისი ფრანგული მოკლე და ზომიერია. „შავები ყველაზე დაჩაგრული კლასია შეერთებულ შტატებში,“ – ამბობს. სტუდენტი, რომელიც მის გამოსვლას სინქრონულად თარგმნის, ინგლისურად იტყვის: „ამ დედამოტყნულ ბოზისგაგდებულ ქვეყანაში, სადაც რეაქციული კაპიტალიზმი ტყნავს განურჩევლად ყველას, მაგრამ…“ და სხვა. ჟენე ლაპარაკობს უმანკოდ და ზუსტად, მთარგმნელი აგრესიულად და ორნამენტულად.

ედვარდ საიდი იხსენებს ამ ამბავს წერილებში გვიანდელი სტილის შესახებ. გვიანდელი სტილი არ არის ავტორის სიცოცხლის უკანასკნელი წლების პირმშო. გვიანდელი სტილი არ არის ჰარმონია, შეთახმება, როგორც ხშირად გაიგება, არამედ უთანხმოება, შეურიგებლობა. ის არ არის სოფოკლეს ოიდიპოსი კოლონოსში. გვიანდელი სტილი ეს არის ბეთჰოვენის Missa solemnis, რომელიც ერთდროულად მოკლებულია სიტკობასა და სიმწარეს, რომელიც სიამოვნების სასარგებლოდ არაფერს თმობს (ადორნო), არაფერს თმობს რეალობის სასარგებლოდ. გვიანდელი სტილი მოდის გვიან, მაგრამ არ არის მოწიფულობა. გვიანდელი სტილია იბსენის „როცა ჩვენ, მკვდრები, აღვდგებით,“ ეს არის გაბრაზებული ხნიერი იბსენი, რომელიც სვამს კითხვებს, რომელთა პასუხები გვეგონა, ვიცოდით; გვთავაზობს დისჰარმონიას ჰარმონიის საპირისპიროდ.  Continue reading

TED.com-ის ქართული თარგმანები

პირველ რიგში ორიოდე სიტყვით TED.com-ის  შესახებ. TED-მა სტარტი 1984 წელს აიღო, ყოველწლიური კონფერენციები კი დაიწყო 1990 წელს და მას შემდეგ მასპინძლობს მსოფლიოში წამყვან მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და სხვებს რომელთაც საშუალება ეძლევათ მაქსიმუმ 18 წუთში, რაც შეიძლება საინტერესოდ, ეფექტურად და კრეატიულად ისაუბრონ თავიანთი მიღწევების, ქმნილებების, წარმატებების, იდეების შესახებ და მისცენ რჩევები, რეკომენდაციები მრავალრიცხოვან აუდიტორიას.

TED.com-ის პირველი ვიდეო-საუბარი, 1984 წელი სონის კომპაქტ დისკის (Sony CD) პრეზენტაცია 

ვუყურებ TED-ის ვიდეოებს და მახსენდება ლექციები, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვადასხვა დროს ვესწრებოდი. ლექციების უმრავლესობა მოსაწყენი და ძილის მომგვრელი იყო, წიგნიდან ან კონსპექტიდან ამოკითხული უინტერესო, ათწლეულების დაძველების აკადემიური ტექსტით და ზარმაცი, სკამზე გაუნძრევლად მჯდომი ლექტორებით. თუმცა იყვნენ თითზე ჩამოსათვლელი ლექტორებიც (კერძოდ ორ თითზე), რომელთა ლექციების დროს აუდიტორია სავსე იყო, ისინი კარგად ფლობდნენ ორატორის ხელოვნებას, იცოდნენ როგორ უნდა ჩაეტიათ თავიანთ სათქმელი 45-50 წუთში, კომპაქტურად და რაც მთავარია ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად. მათი ლექციები გაჯერებული იყო საგნის ირგვლივ საინტერესო ისტორიებით, შიგადაშიგ იუმორით ან რამდენიმე წამიანი თემის შეცვლით, ჟესტიკულაციით, მიმიკით და აუდიტორიაში აქეთ-იქეთ სიარულით. მე არ ვამბობ რომ ლექტორი, ამ შემთხვევაში პირობითად სიტყვის წარმომთქმელი, მალაყებზე უნდა გადავიდეს, თუმცა თუ კი ასეთი საქმე აიღო თავის თავზე, ვფიქრობ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ აუდიტორიას არ დაეძინოს, პირიქით მართოს დამსწრეთა ყურადღება და გაუღვივოს ინტერესი უწყვეტად. ამ მხრივ სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი, გარდა იმისა რომ ბევრი მათგანი მთელი რიგი მიზეზების გამო პროფესიონალურ ასპექტში უბრალოდ გაიყინა, გადმოცემის უნარ-ჩვევები კიდევ ცალკე პრობლემაა.  Continue reading

აკადემიური წერა დამწყებთათვის

წიგნი მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა

– როგორ ვიწყებთ წერას

– წერის პროცესის ანალიზი

– დაგეგმვა: წერისთვის მოსამზადებელი ეტაპი

– რა არის აბზაცი

– არგუმენტირებული ესე

– კრიტიკულად აზროვნება და კითხვა

– რა არის პლაგიატი

– ციტირება და პერიფრაზირება

და ა.შ.

ჩამოტვირთეთ AKADEMIURI TSERA

ფილმები და თარგმანი

დღეს ბიაფის ფარგლებში ცნობილი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის პრესკონფერენციას და მასტერკლასს დავესწარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრესკონფერენციის დროს შეეხო, იყო ფილმების თარგმანის საკითხი.

თარგმანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ფილმის უდიდესი ნაწილი დიალოგებზე დგას. ჩემი, როგორც მთარგმნელის გადმოსახედიდან, ისეთივე შრომას მოითხოვს როგორც მხატვრული ნაწარმოების თარგმნა, და საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთარგმნელისთვის იმ ენისთვის, ქვეყნისთვის, კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების შენარჩუნება და მაყურებლისთვის ისე მიწოდება, როგორც რეჟისორმა და სცენარისტმა ჩაიფიქრეს.

თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის და არც ისე ხდება რომ ორიგინალის ენა ყველას ესმოდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ ვემხრობი ფილმის თარგმანების სწრაფ ტემპში შესრულებას და გარდა ამისა, ისევ და ისევ საუკეთესო გამოსავალია ორიგინალის ენის დატოვება და სუბტიტრების დართვა შესაბამის ენაზე.  Continue reading