
5 უფასო კურსი სამედიცინო მასალების მთარგმნელებისთვის
სამედიცინო მასალების მთარგმნელი იშვიათია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთარგმნელებს არ აქვთ სპეციალური განათლება ამ მიმართულებით ან/და აკლიათ გამოცდილება. სამედიცინო მთარგმნელებისთვის განკუთვნილი სპეცკურსი კი საქართველოში არ გვაქვს, თუმცა ინტერნეტის საშუალებით ბევრი უფასო კურსია ხელმისაწვდომი.
ჩვენი გუნდის სამედიცინო მასალების მთარგმნელებმა შეარჩიეს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის საინტერესო სამედიცინო რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ სამედიცინო ტერმინოლოგიის დახვეწაში და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასოდ.
1. Doane University, ნებრასკა, აშშ
სამედიცინო ტერმინოლოგიის 8 კვირიანი კურსი, სადაც შეისწავლით საბაზისო ტერმინებს ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და დიაგნოსტიკის მიმართულებით. კვირაში მოითხოვს 5-10 საათამდე დროს. თუ გსურთ მიიღოთ ამ უნივერსიტეტის ოფიციალური სერთიფიკატი, იხდით 79 დოლარს.
კურსის ლინკი: https://www.edx.org/course/medical-terminology-0
2. University of Pittsburgh, პენსილვანია, აშშ
კურსი უშუალოდ ეხება აშშ-ს საავადმყოფოებში მიღებულ სამედიცინო ენას, ტერმინებს და აბრევიატურებს.
კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/clinical-terminology
3. Yale University, კონექტიკუტი, აშშ
გულმკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ანატომია – იელის უნივერსიტეტის ეს კურსი საშუალო სირთულისაა, 4 კვირიანი და თქვენგან მოითხოვს კვირაში 5-10 საათის დათმობას.
კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/trunk-anatomy
4. Harvard University, მასაჩუსეტსი, აშშ
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა – ეს კურსიც საშუალო სირთულისაა და გაეცნობით კლინიკურ პრაქტიკაში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის დამახასიათებელ ყველაზე გავრცელებულ დაზიანებებს/დაავადებებს და შესაბამის ტერმინებს.
კურსის ლინკი: https://www.edx.org/course/anatomyx-musculoskeletal-cases-harvardx-at1x
5. University of Geneva, შვეიცარია
კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებები/ნივთიერებები, ნარკოკონტროლი, რეფორმები, დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაცია და ა.შ.
კურსი ინგლისურენოვანია და ასევე აქვს ფრანგული, ესპანური და რუსული ენების მხარდაჭერა.
კურსის ლინკი: https://www.coursera.org/learn/drugs
დამატებითი ქართულენოვანი რესურსები:
MEDGEO.NET – http://www.medgeo.net/2009/07/07/scientific_matter/
ბიოლოგიური ლექსიკონი – http://bio.dict.ge/ka/
ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონი – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=13