როგორ შევინარჩუნოთ ენერგია თარგმნის დროს

თარგმნის ძირი მწარე არის . . .  საინტერესო თემა წამოჭრა ჩემმა კოლეგამ პოლონეთიდან, როგორ ვინარჩუნებთ ენერგიას თარგმნის დროს. მოკლე ვადიანი თარგმანების დროს პრობლემები არ გვაქვს, არ არის მოსაწყენი, დროს მეტ–ნაკლებად ვანაწილებთ, მშვიდად გადავიკითხავთ და მალე ვასრულებთ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გრძელვადიან თარგმანებზე ვმუშაობთ?