Bing თარჯიმანი

ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას; Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator.