Bing თარჯიმანი
ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას;
Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator.
„Translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით იხსნება „popout“ ფანჯარა. მომხმარებლებს შეუძლიათ შესთავაზონ თარგმანის საკუთარი ვერსია, რაც ჩანაცვლდება იმ შემთხვევაში თუ კი მიიღებს დადებითი ხმების საკმარის რაოდენობას.
გვერდის ადმინისტრატორებს შეუძლიათ გააკონტროლონ მათი გვერდის კონტენტის თარგმანი, გვერდის შიდა პარამეტრებიდან ე.ი. მონიშნონ თარგმანის სასურველი წყარო და ასევე დაბლოკონ აბეზარი მთარგმნელები J
ამჟამად, „Translate“ ღილაკი ჩნდება ესპანური, კორეული, იაპონური, რუსული, ტაივანური და ჩინური ენების მომხმარებლებისთვის. თუმცა, Bing Translator მოიცავს 37 ენას და სავარაუდოდ Fეისბუქის ადმინისტრაციასაც უახლოეს გეგმებში აქვს აღნიშნული ენების დამატება.
- Posted in: სიახლეები
- Tagged: თარგმნა, Bing, Facebook ფეისბუქ თარჯიმანი, Facebook Translator