8 მითი თარჯიმნების შესახებ

1. თარჯიმანი = ქალი

თარჯიმნები მხოლოდ ქალები არიან, რადგან მხოლოდ ისინი არიან ლინგვისტური ნიჭით დაჯილდოებულნი. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები უფრო მომთმენი ხასიათით გამოირჩევიან.

ეს ასე არ არის, მართალია პროცენტულად, ალბათ უფრო მეტი ქალი თარჯიმანი შეგვხდებათ, მაგრამ მამაკაცი თარჯიმნებიც არიან და გონებრივის გარდა, შეიძლება ითქვას უფრო მეტი ფიზიკური რესურსი აქვთ, განსაკუთრებით ზეპირი თარგმანებზე მუშაობის დროს.

2. თარჯიმანი + სათვალე

თარჯიმნები ძალიან ბევრს კითხულობენ და წერენ, დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ხშირად ღამეების გათევაც უწევთ . . . ნაკლებად ხშირად ღამისთევა ერთმანეთს მისდევს, ასე რომ ისინი აუცილებლად ატარებენ სათვალეს!

თუ თქვენ თარჯიმანი ხართ და არ ატარებთ სათვალეს, გადაიღეთ სურათი ან/და დაწერეთ ბლოგპოსტი, ამგვარად დაამსხვრევთ მითს თარჯიმნისა და სათვალის განუყრელობის შესახებ.

პ.ს. არ ვატარებ სათვალეს😉

3. სიტყვაძუნწი თარჯიმნები   

დროის უმეტეს ნაწილს წიგნებთან და კომპიუტერთან ატარებენ, ასე რომ ბევრი დრო არც რჩებათ გარშემომყოფებთან სასაუბროდ. ფაქტობრივად, ისინი თავისუფალ დროსაც კითხულობენ და ერიდებიან ყველაზე უახლოეს ადამიანებთან საუბარსაც კი.

წერილები, ელ–ფოსტები, მესიჯები, ჩეთი – მაგრამ არა რეალური, პირისპირ საუბრები.

თუ თარჯიმანი ხართ და ეს მითი თქვენთვის მართლა მითია, ჩაწერეთ რამე აუდიო ან ვიდეო პოსტი და გაუზიარეთ მეგობრებს.

პ.ს. ჩემთვის ნაწილობრივ მითია, თარგმნის დროს ჯობია არავინ დამელაპარაკოს  ;)

4. თარჯიმანი – მინიმუმ 40 წლის

განათლების მიღებას, ენების შესწავლას და გამოცდილების დაგროვებას წლები სჭირდება და თარჯიმნების უმრავლესობა პროფესიის გამოყენებას მინიმუმ 40 წლის ასაკში იწყებს!

თუ თქვენ ახალგაზრდა თარჯიმანი ხართ, აუწყეთ თქვენს გარშემომყოფებს თქვენი ასაკის და ამ სფეროში წარმატების შესახებ. თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი ხომ თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს.

პ.ს. 22 წლის ვიყავი თარჯიმნად მუშაობა რომ დავიწყე, ახლა 30 წლის ვარ😉

5. თარჯიმნები მოდას ჩამორჩებიან

ვინაიდან თარჯიმნები გარეთ იშვიათად გადიან, ტანსაცმლით და მოდის საკითხებით არ ინტერესდებიან. როგორც წესი, ისინი უპირატესობას შავ ან ნაცრისფერ უფორმო სამოსს ანიჭებენ. სულ ეს არის, რაც მათ სჭირდებათ გარეთ გასასვლელად.

აჩვენეთ მეგობრებს თქვენი სტილი, გამოაქვეყნეთ საინტერესო ფოტოები ან გააკეთეთ Fეშენ ბლოგი. კლიენტებთან ურთიერთობისას ნუ დაკარგავთ თქვენს სტილს – პროფესიონალი უინტერესოდ არ უნდა გამოიყურებოდეს.

პ.ს. მწვანე, ყვითელი, წითელი და ა.შ. ფერები ჩემს გარდერობში მრავლად არის, შავი ალბათ ყველაზე ნაკლები პროცენტით J

6. თარჯიმნები ბევრ ენაზე საუბრობენ და იციან ყველა სიტყვა 

მოკლედ, თუ თარგმნით, ესე იგი ბევრი ენა იცით. თარჯიმნად არ ითვლები თუ მხოლოდ 2 ენა იცი.

პასუხი მარტივია: ექიმი არ ხარ თუ მხოლოდ პედიატრიის განხრით მუშაობ ან მხატვარი არ ხარ, თუ მხოლოდ ესკიზებზე მუშაობ.

7. თარჯიმნებს არ უყვართ ხალხთან ურთიერთობა

იხილეთ მესამე მითი😀

8. თარჯიმნები სხვა პროფესიაზე ოცნებობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ

ვის უნდა, რომ მხოლოდ თარჯიმანი იყოს ? ისინი ალბათ ცდილობდნენ სხვა პროფესიებში ფეხის მოკიდებას, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ასე რომ იქცნენ თარჯიმნებად მედიცინის ან იურისპრუდენციის მიმართულებით.

თუ თარჯიმნობა ბავშვობიდან გინდოდათ და უცხო ენებს სწავლობდით, თქვით ხმამაღლა და აჩვენეთ სხვებს, რომ თარჯიმნობა თქვენთვის სათადარიგო გეგმა არ ყოფილა.

პ.ს. ამ პუნქტის პირველ აბზაცზე ჩემი თავი გამახსენდა, იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ჩემი ინგლისურის მასწავლებელმა ყველაფერი გადაწყვიტა, ისე მასწავლა და შემაყვარა, რომ უბრალოდ მთელი ეს დაგროვილი ცოდნა დამენანა და იმის წარმოდგენა, რომ ინგლისურთან შეხება ისეთი დოზით აღარ მექნებოდა, ძალიან არ მესიამოვნა, ამიტომ უდავოდ და 100 პროცენტით ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობით მიღებული გადაწყვეტილება იყო.

სხვა რა გსმენიათ თარჯიმნების შესახებ? :) 

Photographer Maren Boettcher 

15 responses

  1. მომავალი თარჯიმანი ვარ ^^ თარგმანმცოდნეობაზე ვსწავლობ უკვე ნახევარი წელია, წინ მაქვს 3 წელი და კიდევ ნახევარი :დ
    1. არ ვარ ქალი
    2. არ ვატარებ სათვალეს, ჯერ-ჯერობით მაინც
    3. უკომენტაროდ :დ არ მინდა საუბრით დაგღალოთ :დ :დ :დ
    4. 18 წლის ვარ, როცა დავამთავრებ 21ის ვიქნები🙂
    5. ზამთარში მუქი ფერები მაცვია თუმცა შავი მაინც თითქმის არა, ზაფხულში ყველაზე მრავალფეროვანია ჩემი ტანსაცმელი.
    6. ინგლისური, გერმანული, ქართული < ჩემი ენები🙂 სხვა არ ვიცი და ჯერ ესენიც არ ვიცი კარგად
    7. მტყუანს? ჰიპერკომუნიკაბეულური ვარ :დ
    8. ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი დიდხანს, დღემდე ვფიქრობ და დამიჯეროს ყველამ გამომივა კიდეც, მაგრამ არ მინდა. უფრო დიდ პერსპექტივას იქ ვხედავ სადაც ახლა ვარ🙂

    February 4, 2012 at 12:32 pm

    • Polyglot

      გილოცავ! შენ თითქმის ყველა მითი გააცამტვერე😀😀

      8. იფიქრე კიდევ და განახორციელე, ერთი პროფესია მეორეს ხელს არ უშლის, მთავარია გიყვარდეს🙂🙂

      February 4, 2012 at 12:38 pm

      • თუ მონაცემები გაქვს ჟურნალისტის დიპლომი არაფერში არაა საჭირო(ჩემი აზრით) და თუ სურვილი გამიჩნდა მაგასაც ვიზამ :დ ან მასტერს ავიღებ ჟურნალისტიკაში :დ

        February 4, 2012 at 12:51 pm

    • Polyglot

      კი ეგ საუკეთესო გადაწყვეტილებაა🙂🙂

      February 4, 2012 at 12:52 pm

  2. giga

    eh modiT mec davtov aq posts…
    mec momavali tarjimani var, magram titqmis yvela mits vewinaaghmdegebi🙂
    1.daviwyot imit, rom qali ar var🙂 magram imashi unda dagetanxmot, rom qalebi procentulad kacebs gvijokravt…
    2. vatareb satvales, magram ara am profesiis gamo🙂 (genit gamomyva, tvalebis problema :D)
    3. sityva dzunwi aranairad ar var😀 rom daviwyeb laparaks dzlivs machereben🙂
    4. nu gammocdilebas, tu mivaqcevt yuradghebas eg martalia, magram axalgazrda tarjimnebic arian (mag: chemi targmnis leqtori, 33 wlisaa😀 da satarjimno sferoshi at welze metia rac aris🙂
    5. modas chamovrchebit?😀 rogor gamecina🙂
    6. e.i. or enaze meti unda vicodet?🙂 eh vin dawera es?😀
    7. eh xalxtan urtiertoba magrad miyvars😀
    8. nu axla merveshi unda dagetanxmo, rom jurnalistoba garkveul wilad mindoda, magram kamerebtan yofnas ver vitan😀 ai presashi mushaobaze jer ar davfiqrebulvar🙂

    February 4, 2012 at 1:39 pm

    • Polyglot

      ჰოდა ასე ვამსხვრევთ მითებს😀

      February 4, 2012 at 1:45 pm

  3. ახლა გავიგე, რატომ დამიძახეს თარჯიმანთა ბიუროდან ტელეფონით “გოგო”. დეო ბევრია და იმედია კიდევ ბევრს მასწავლით.
    ზურაბ ფავლენიშვილი,
    სამედიცინო თარჯიმანი

    February 10, 2012 at 2:27 pm

  4. თუ იცით, სინქრონული თარგმნა კარგად სად შეიძლება ისწავლო სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ? ძალიან კარგი ბლოგია, გული მიგრძნობს, თქვენი მუდმივი მკითხველი გავხდები :))

    April 10, 2012 at 10:59 am

    • სინქრონული თარგმანის ყველაზე მეტად ნაქები კურსები (2 წლიანი) აქვს ილიაუნის. ვიცნობ თარჯიმნებს, რომლებმაც ეს კურსი დაამთავრეს და მოეწონათ.🙂

      ძალიან სასიამოვნოა🙂 იმედია მეც ხშირ–ხშირად გაგახარებთ ახალი პოსტებით🙂

      April 10, 2012 at 11:51 am

      • mec iliunis kursdamtavrebuli var da rac vici mag orwlian kursebze, is aris, rom turme drois da fulis uazro xarjvaa, chemma megobarma ramdenime tveshi miatova da wamovida :s

        April 10, 2012 at 12:53 pm

    • ვაჰ, რა საინტერესოა, ესე იგი დაკარგეს ხარისხი😦

      სხვა კურსების შესახებ არ მსმენია😦
      ასეთ შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუშაობა და პატარ–პატარა გამოცდილების მიღება იქნება კარგი. პატარ–პატარა გამოცდილებაში ვგულისხმობ უცხოელი ტურისტების თარჯმნობა–გიდობის შეთავსება, ეს ნაკლები პასუხისმგებლობაა, არ არის რთული ტექნიკური თარგმანი და ნელ–ნელა მოემზადებით ღონისძიების/შეხვედრებისთვის, სადაც სხვადასხვა თემატიკის თარგმნა მოგიწევთ🙂

      April 10, 2012 at 2:24 pm

      • ho, magas isedac vaketeb, chemi ufrosis araoficialuri tarjimani var yvela shexvedraze😀 ubralod sabuti mchirdeba, ai damamtkicebeli rom targmna shemidzlia, imitom rom chemi garegnobis gamo (asaktan shedarebit dzalian axalgazrdulad gamoviyurebi da yvelas bavshvi vgonivar :D) xshirad ar sjerat, rom me sheidzleba kargi tarjimani viyo😀

        April 10, 2012 at 7:53 pm

      • გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემა ჯერ არ შემხვედრია🙂🙂 ერთ თარჯიმანს ვიცნობდი, თითოსტოლას, ძალიან პროფესიონალი, ყველა მას იწვევდა, იმიტომ რომ სახელი გაითქვა, როგორც კარგმა თარჯიმანმა/მთარგმნელმა.
        დიპლომს რაც შეეხება 11 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემთვის არავის მოუთხოვია🙂
        ასაკის დასამტკიცებლად კი სივის გაგზავნაც საკმარისია, სადაც დაბადების თარიღია მითითებული😀😀

        April 10, 2012 at 8:35 pm

  5. tarjimnoba chemi profesia ar aris, ubralod ucxo enashi, targmnis processhi tavs komfotrulad vgrdznob da minda rom sul raghac vtargmno

    April 10, 2012 at 9:27 pm

  6. თარჯიმნობა მინდაა, ვიცი 5 ენა. იმედია გამოვალ)))

    April 18, 2014 at 6:30 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s