რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ

“იქნებ ცოტა დააკლოთ, ბევრი მექნება სათარგმნი სამომავლოდ”

“აუჰ! რატომ ასე ძვირი, სულ რამდენიმე წინადადებაა სათარგმნი, შემდეგ მეორდება, დანარჩენი კი ცხრილებია” (!)

“რას აკეთებთ განსაკუთრებულს, სხედხართ კოხტად კომპიუტერთან და უკაკუნებთ”

მსგავს ფრაზებს მრავლად მოისმენთ იმ ადგილას, სადაც მე ვმუშაობ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ალმაცერად უყურებს ჩვენს საქმიანობას და მიაჩნია, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ, არადა ჩვენ გაცილებით იაფად ვაფასებთ ვიდრე ღირს რეალურად ჩვენი შრომა.

მარტა სტელმაჟაკის, ჩემი პოლონელი კოლეგის მსგავსად, სიმართლე გითხრათ ფასდაკლებას სულ უფასოდ თარგმნა ჯობია. იმას მაინც ფიქრობ ვიღაცას კეთილად დაეხმარე და მადლობას გეტყვის ფასდაკლების გარეშე (ან არ გეტყვის). ამგვარად, იმას მაინც არ აფიქრებინებ ხალხს, რომ აი, თურმე შესაძლებელი ყოფილა ფასდაკლება და ესე იგი ასეც ღირს შენი შრომა.

ვისაც ერთხელ მაინც უთარგმნია თუნდაც ფურცლის ნაგლეჯი, დამეთანხმება რომ მთარგმნელის შრომა მართლაც საკმაოდ რთულია (სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიმძიმის).

და მაინც, როდის და რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ?

პირადი დაინტერესება – თარგმნა მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის – უახლოესი ადამიანებისთვის ცხადია ერთ წუთითაც არ დავფიქრდები და დავეხმარები;

მაგრამ საქართველოში ოჯახის წევრებში ვგულისხმობთ დედის თუ მამის ხაზის აღმავალ, დაღმავალ, აწ ამომავალ თუ ჩამავალ შტოებს😀 ეს მეტად მტკივნეული თემაა. ყვავი ჩხიკვის მამიდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ ახსენდები როდესაც შენი დახმარება სჭირდება;

არა მხოლოდ მთარგმნელობით სფეროშია მსგავსი პრობლემა, ერთი ნაცნობი მყავს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 10–დან 7–ს უფასოდ ემსახურება, შენი ჭირიმეს და გადამეხადოს ფარგლებში.

10–დან 7–ს რომ მეც უფასოდ მოვემსახურო, არათუ მინიმალურ ხარჯებს ვერ გავისტუმრებ, არამედ ვალებსაც კარგად დავაგროვებ. ასე რომ უფასო სერვისს განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდები.

“აბა მე დღეს ვის რა ვარგე”–ს ფაქტორი – საქველმოქმედო თარგმანი. დარწმუნებული ვარ უამრავი საქველმოქმედო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ხელგაშლილი შეეგებება თქვენს თარგმანებს. შეგრნება რომ ვიღაცას დაეხმარეთ და კეთილი საქმე გააკეთეთ თავისუფალ დროს, ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. რა თქმა უნდა ქველმოქმედება ზღვარს არ უნდა გადავიდეს და უფასო თარგმანების ჭარბმა რაოდენობამ ისე არ უნდა დაგცეთ ბეჭებზე, რომ მარილიანმა ლუკმამაც კი ვერ მოგაბრუნოთ.

გამოცდილება – მდგომარეობა, რომელიც დღეს ძალიან ბევრს აკლია, განსაკუთრებით კი დამწყებ სპეციალისტებს, სტუდენტებს, ახალ კურსდამთავრებულებს. დროულად მოსწრების, ხარისხიანად თარგმნის, მრავალფეროვანი თემატიკის გამოცდილება, რაც მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ ბევრ მუშაობას, თუნდაც სრულიად უფასოდ და თუნდაც მინიმალურ ფასად.

სტუდენტობის პერიოდში მიწევდა თარგმნა, ინგლისურიდან, რუსულიდან, როდესაც ვამზადებდით, კონსპექტებს, საკურსოებს, ვემზადებოდით გამოცდებისთვის, ვინაიდან ქართულ ენაზე არ არსებობდა საკმარისი მასალები, მაგრამ ეს იყო თარგმანები ჩემთვის და არა შეკვეთა, რასაც დიდი ხალისით და სიამოვნებით ვაკეთებდი.

პროფესიული განვითარება – თუ მოხდა ისე, რომ თქვენ შეგიმცირდათ ან აღარ გაქვთ ფასიანი შეკვეთები, თქვენი პროფესიული განვითარებისთვის და ცოდნის შენარჩუნებისთვის ჯობია, კვლავ დაეხმაროთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ბავშვთა ბიბლიოთეკისთვის, სახლებისთვის ანუ მათ ვინც თქვენი თარგმანით ფინანსურ სარგებელს არ იღებს და ვისაც არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება და სჭირდება თქვენი დახმარება.

წარმატებებს გისურვებთ!  

 

11 responses

  1. ის დაგავიწყდა, რომ ეჩქარებათ, 1 საათში რომ უნდა უთარგმნო 5 და 7 გვერდი მასეთი “ცხრილების” და თან ხარისხიანად! და თან უფასოდ😦
    ეს მე მკლავს… მირჩევნია გავუშვა ხოლმე, მარა აბა მე უარს ვერ ვამბობ, უფროსს არ მოსწონს როცა უარს ვამბობ, რამდენი თარჯიმანთა ბიურო გამოვიცვალე, ყველა უფროსი იმაზე წუწუნებს რატომ ამბობ უარსო, არადა არის ხოლმე რიგი მიზეზები როცა მინდა რომ უარი ვთქვა… ამის უფლებაც კი არ მაქვს😦

    February 24, 2012 at 7:26 pm

    • რომ ეჩქარებათ და არც თანხის დამატება უნდათ ეგ კიდევ მეორე პრობლემაა ქეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ძალიან დიდი კონკურენციაა, შენ არ უთარგმნი წავა სხვასთან, შენ კი შეიძლება მთელი დღე არაფერი შემოგივიდეს და დარჩე უფულოდ.
      ხელმძღვანელი კი თავისთავად უკმაყოფილო იქნება, მას ხარჯები აქვს, საიჯარო ქირა, ხელფასები, კომუნალური გადასახადები, საბიუჯეტო გადასახადები, რომელიც არ იცდის სამწუხაროდ და იმას არ ელოდება თარგმანი როდის შემოვა ოფისში.😦😦

      February 24, 2012 at 7:48 pm

      • ამ კონკურენტული ბაზრისა და გადასახადების გადამკიდე, მონა გახდა თარჯიმანი :დ

        February 24, 2012 at 8:07 pm

      • :))))) კი

        February 24, 2012 at 8:15 pm

  2. საინტერესო სტატიაა.
    ხომ ვერ მეტყვით, არის შესაძლებელი, რომ მოხალისე მთარგმნელები ვნახო, ვინც იმუშავებს ანაზღაურების გარეშე, კვლიფიკაციის ამაღლების მიზნით?

    February 24, 2012 at 8:04 pm

    • გამოაქვეყნეთ სადმე ოფიციალურად იქნებ გაგიმართლოთ🙂
      არ არის გამორიცხული იმუშაონ გამოცდილების შეძენის და რეკომენდაციის ხათრით🙂

      February 24, 2012 at 8:15 pm

  3. ნიბირუ

    რადგან უსაქმოდ ვარ, ვისაც სათარგმნი გაქვთ დაგეხმარებით🙂
    რუსული, ინგლისური.

    February 26, 2012 at 6:59 pm

  4. Veronika

    თამარა, თვითმფრინავზე რომ ეჩქარებათ და გასაქცევი რომ არიან, ეგ სიტუაცია არ დაგავიწყდეს! რეისი 6-ზე აქვთ და 4 საათზე რომ მოდიან!

    March 12, 2012 at 11:02 am

    • უი, ეგეთი ტიპის ხალხი მოდის ნოტარიუსთან მინდობილობის გასაფორმად :დ
      ჩვენი წვალება უნდა ნახო, ვინც ნოტარიუსებს ვეხმარებით :დ :დ :დ
      და პლუს, თუ რიგიცაა, ხო საერთოდ…

      March 12, 2012 at 7:53 pm

      • ნოტარიუსები არ გამახსენო, მტკივნეულია😀😀

        March 13, 2012 at 12:30 pm

  5. Pingback: TED.com-ის ქართული თარგმანები « Lost In Translation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s