
5 საუკეთესო ფილმი მთარგმნელებისთვის
ფილმები არსებობს ყველაფერზე, მათ შორის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა თარგმნა და მთარგმნელის საქმიანობა. ბევრი საინტერესო სცენარი შეიძლება, განვითარდეს არასწორი თუ სწორი თარგმანის შედეგად, დაანგრიოს ან ააშენოს ყველაფერი, ვინმეს სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს და ა.შ.
ბევრი საინტერესო ფილმი შეიქმნა, სადაც მთარგმნელი/თარგმანი მთავარ როლს თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს მაინც ასრულებს.
ჩვენი ხუთეული ასე გამოიყურება:
1) The Intepreter / თარჯიმანი
სიდნი პოლაკის 2005 წელს გადაღებული პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ ქიდმანი და შონ პენი ასახიერებენ. ნიკოლ ქიდმანი გაეროს თარჯიმნის როლშია. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც თარჯიმნის ჯიხურში მყოფი ნიკოლ ქიდმანის პერსონაჟი, ორი პოლიტიკოსის პირად გასაუბრებას მოისმენს და რასაკვირველია გაიგებს.
2) Arrival / ჩამოსვლა
დენის ვილენოვის 2016 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმია – სხვა ვინ დაამყარებს გალაქტიკებს შორის კავშირს, ვინ გააღრმავებს ურთიერთობებს თუ არა თარჯიმანი – ლუიზ ბენქსი (ემი ადამსი) სწორედ ის ქალია, რომელსაც შუაღამისას თავზე წამოადგება აბეზარი კლიენტი ქვეყნის თავდაცვიდან, ლოგინიდან წამოაგდებს და უცხოპლანეტელებთან სინქრონულ თარგმანზე გააქანებს.
3) The Terminal / ტერმინალი
მიდიხარ თუ მოდიხარ? ვისი გორისა ხარ? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი არცერთ ენაზე გაქვს, როდესაც თითქმის 18 წელია, აეროპორტში ცხოვრობ. მეჰრან ქარიმ ნასერი 1988 წლიდან 2006 წლამდე შარლ დე გოლის აეროპორტის პირველ ტერმინალში ცხოვრობდა. სწორედ მისგან იყიდა სტივენ სპილბერგის Dreamworks-მა მისი ისტორიის გამოყენების უფლება და 2004 წელს გადაიღო ფილმი “ტერმინალი” – მთავარ როლში ტომ ჰენქსი. ფილმის მთავარი გმირის წარმომავლობა და აეროპორტი შეცვლილია, თუმცა ისტორია თავისი დეტალებით, ენობრივი ბარიერით უცვლელი რჩება.
4) Charade / შარადა
1963 წელს გადაღებული კომედია, ინგლისურ-ფრანგული მთარგმნელის როლს ასახიერებს ოდრი ჰეფბერნი, ხოლო მისი ხელისშემშლელის როლს კერი გრანტი.
5) Woman with 5 elephants / ერთი ქალი და ხუთი სპილო
მეორე მსოფლიო ომის დროს სვეტლანა გეიერისთვის გერმანულის სწავლა ხსნა და გადარჩენაა. დოკუმენტური ფილმიც მის ცხოვრებას და თარგმანებს ეხება.
- Posted in: რეკომენდაციები
- Tagged: დენის ვილენოვი, თარჯიმანთა ბიურო, თარჯიმანი, კერი გრანტი, პოლიგლოტ+, სიდნი პოლაკი, ტერმინალი, ტომ ჰენქსი, ფილმები, შარადა, ჩამოსვლა