Lost In Translation

თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

საქართველოში, მთარგმნელები თითქმის არ ვართ “განებივრებული” თემატური სემინარებით, ფორუმებით, ტრენინგებით, განსაკუთრებით კი ლიტერატურული, სამეცნიერო თარგმანების მიმართულებით. ამ შემთხვევაში გამიმართლა, მეგობარმა ლინკი გამომიგზავნა თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ, სხვანაირად ალბათ ვერც გავიგებდი, ან ძალიან გვიან.

მითითებულ მისამართზე გავაგზავნე განაცხადი ინგლისური ენის მიმართულებით და დადებითი პასუხიც მალე მივიღე, ცოტა ხნის შემდეგ დავალებებიც გამომიგზავნეს, ლიტერატურული თარგმანი – ორი მოთხრობა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და ერთი სამეცნიერო ლიტერატურული ტექსტი – ამონარიდი კორნელი კეკელიძის ნაშრომიდან, ასევე ქართულიდან ინგლისურ ენაზე სათარგმნი. დავალების შესასრულებლად 25 აგვისტომდე მაქვს დრო.

რაც შეეხება თავად საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, სკოლის მასპინძელია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ტარდება ასოციაცია CCU (კროს-კულტურული უნივერსუმი), GCLA-ს  (კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია) და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

სკოლა სტარტს 3 სექტემბერს აიღებს და დასრულდება 12 სექტემბერს. პროგრამის ფარგლებში გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე ქართული მხატვრული და სამეცნიერო ტექსტების პროფესიული თარგმნისთვის გამიზნული ლექციების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა, აგრეთვე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უცხოური გამომცემლობებისათვის, შეხვედრა უცხოელ, ქართველ სპეციალისტებთან და ასევე ქართველ მწერლებთან. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „ქართული ლიტერატურული თარგმანები მსოფლიო ენებზე“, „ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“ და ა.შ.

წარმატებები მე! 😀

 

 

Advertisements

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა

ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია

ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს.

გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი. თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა.

და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა, მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია სამუშაოს სწრაფად შესრულებაში, ტექსტში თუ ბეჭდვითი შეცდომებია ეს ბეჭდვის პარალელურად უნდა გასწორდეს, რადგან თარგმანის დასრულების შემდეგ შეიძლება ამის დრო არ შემოგენახოთ. ( ამისთვის, პერიოდულად ეკრანს უნდა ახედოთ ან სულ ეკრანს უყუროთ.

სასარგებლო ლინკები ბეჭდვითი უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად   

თამაში თითების სწორად გადანაწილებისთვის

სხვა თამაშები სისწრაფეზე და თითების გადანაწილებისთვის

არადა რა 2 თითი, ორი ხელი არ მყოფნის და ხანდახან მინდა რომ ასეთი ვიყო 😀

წიგნები: თეოდორ დრაიზერი, ალბერ კამიუ

თეოდორ დრაიზერის “კერი” – დედანი –  ჩამოტვირთეთ ან აქვე წაიკითხეთ

ალბერ კამიუ XXI საუკუნეში, ენები: ინგლისური/ფრანგული – ჩამოტვირთეთ ან აქვე წაიკითხეთ

 

 

სასაცილო თარგმანები

რაც საქართველოში შემხვდა: 
  • Warsaw – ნანახი ომი
  • Myth Machine  -ქალბატონი მანქანა
  • Кофе со сливками – ყავა ქლიავით
  • სისხლის სამართალი – кровавое право
[UPDATED-1] 
Natural person = ნატურალური პირი
legal affairs = ლეგალური საქმეები
Total cost = ტოტალური ფასი
Contract and deal = ხელშეკრულება და გაგება 
Effective day = ეფექტური დღე
To pay allowance = ნებართვის გადახდა
letter of appointment = დანიშნულების წერილი
Wholesale customer = საფლოტო მომხმარებელი
[UPDATED-2] 
ბათუმში ტელეარხ 25-ის ანონსში გამოაცხადეს, რომ საღამოს 9 საათზე გავიდოდა ფილმი “ღმერთის ძროხა” და დათქმულ დროს გავიდა ფილმი “божья коровка”.

Continue reading

Audio: The Blue Diamond – ცისფერი კარბუნკული

შეგიძლიათ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ 🙂 ასევე ჩამოტვირთოთ.

დონე – Elementary/beginner

The Blue Diamond – Download PDF

Read on Issuu – The Blue Diamond

The Blue Diamond – Chapter 1

The Blue Diamond – Chapter 2

The Blue Diamond – Chapter 3

The Blue Diamond – Chapter 4

The Blue Diamond – Chapter 5

The Blue Diamond – Chapter 6

მრავალენოვანი ქვეყნები

ორი ქვეყანა – პაპუა ახალი გვინეა 850 ენით და ინდონეზია დაახლოებით 670 ენით, მსოფლიო ენების საბადოს მეოთხედს შეადგეს.  და თუ ამას დავუმატებთ შვიდ ქვეყანას, რომელთაგან თითოეული ორასზე მეტ ენას შეიცავს (ნიგერია 410, ინდოეთი 380, კამერუნი 270, ავსტრალია 250, მექსიკა 240, ზაირი 210, ბრაზილია 210) ჯამში ენების საერთო რიცხვი 3500 აღწევს; რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სალაპარაკო ენების ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ 9 ქვეყანაზე მოდის.

თუ ამ საკითხს კონტინენტების ჭრილში განვიხილავთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას დაახლოებით ათასამდე სალაპარაკო ენა აქვს, რაც შეადგენს 15%–ს; აფრიკა ფლობს 30%–ს, ხოლო წყნარი ოკეანის სივრცე 20%–მდე.

გაგიკვირდებათ და ევროპა, ამ მხრივ მკვეთრად ჩამორჩება და არ გამოირჩევა ენობრივი მრავალფეროვნებით – ევროპაში მსოფლიო ენების მხოლოდ 3%–ზე საუბრობენ.

Kids from Papua New Guinea

საინტერესო ფაქტები გაერთიანებული სამეფოს ისტორიიდან

1) ჩრდილო–გერმანულმა ტომებმა გაანადგურეს ბრიტები და აღმოფხვრეს ადგილთა კელტური სახელები ქვეყანაში და გაანადგურეს ქრისტიანობის კერები.

სამაგიეროდ შემოიტანეს წარმართული ღმერთების სახელები, რომლებიც დღესაც შემორჩენილია ინგლისურ ენაში, კვირის დღეების სახელების სახით.

Sunday – მზის დღე

Monday – მთვარის დღე

Tuesco – მარსის, ომის ღმერთის დღე,

Woden – მოგზაურობის, გზისა და საზღვრების მფარველი

Thor – ჰაერის, მეხისა და ქარიშხლის ღმერთი

Freya – მშვიდობის, სიხარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი

Saturday მიწათმოქმედების ღმერთის სატურნის დღე  Continue reading

თარჯიმნის მომსახურება – რეკომენდაციები

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? ალბათ უფრო მიღებული არის მთარგმნელი, ხოლო თარჯიმანი, როგორც მახსოვს თურქული წარმოშობის სიტყვაა tercüman, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, უპრიანი იქნება, თუ მთარგმნელს გამოვიყენებთ წერილობითი თარგმანის, ხოლო თარჯიმანს – ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ისე როგორც ინგლისურ ენაშია შესანიშნავად გამიჯნული Translator – Interpreter.

ზეპირი თარგმანის ორი გავრცელებული ფორმა არსებობს, სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი.

ზეპირი თარგმანი ზოგადად რთული საქმეა, თუმცა ყველაფერი შედარებითია და ვგონებ, თანმიმდევრული უფრო იოლია ვიდრე სინქრონული.

თანმიმდევრული თარგმანის დროს, თარჯიმანი ელოდება მომხსენებლის/მოსაუბრის წინადადებას/ფრაზას და შემდეგ თარგმნის, შესაბამისად მას აქვს ფიქრის, გააზრების და დასვენების საშუალება.  Continue reading

როგორ შევინარჩუნოთ ენერგია თარგმნის დროს

თარგმნის ძირი მწარე არის . . . 

საინტერესო თემა წამოჭრა ჩემმა კოლეგამ პოლონეთიდან, როგორ ვინარჩუნებთ ენერგიას თარგმნის დროს.

მოკლე ვადიანი თარგმანების დროს პრობლემები არ გვაქვს, არ არის მოსაწყენი, დროს მეტ–ნაკლებად ვანაწილებთ, მშვიდად გადავიკითხავთ და მალე ვასრულებთ.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გრძელვადიან თარგმანებზე ვმუშაობთ?  Continue reading

სოციალური მედია მარკეტინგი მთარგმნელებისთვის

რას ნიშნავს დამოუკიდებელი მთარგმნელი, იგივე ფრილანსერი? და რას ნიშნავს ზოგადად იყო მთარგმნელი?

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენთვის ვსხედვართ ვთარგმნით, ვთარგმნით და სხვა არაფერი გვეხება. სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგავრად არის, დღეს მთარგმნელი იგივე ბიზნესმენია, მთელი თავისი ატრიბუტიკით: ბუღალტერიის წარმოება, საოფისე ფართი, იჯარა, მომარაგება, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა, მათი მოზიდვა და ა.შ.

სახელმწიფოსგან კი მხოლოდ მოჩვენებითი ხელშეწყობა, რომელიც ფრიად არარენტაბელურია მთარგმნელობით პრაქტიკაში.  Continue reading