თარჯიმნის მომსახურება – რეკომენდაციები

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? ალბათ უფრო მიღებული არის მთარგმნელი, ხოლო თარჯიმანი, როგორც მახსოვს თურქული წარმოშობის სიტყვაა tercüman, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, უპრიანი იქნება, თუ მთარგმნელს გამოვიყენებთ წერილობითი თარგმანის, ხოლო თარჯიმანს – ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ისე როგორც ინგლისურ ენაშია შესანიშნავად გამიჯნული Translator – Interpreter.

ზეპირი თარგმანის ორი გავრცელებული ფორმა არსებობს, სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი.

ზეპირი თარგმანი ზოგადად რთული საქმეა, თუმცა ყველაფერი შედარებითია და ვგონებ, თანმიმდევრული უფრო იოლია ვიდრე სინქრონული.

თანმიმდევრული თარგმანის დროს, თარჯიმანი ელოდება მომხსენებლის/მოსაუბრის წინადადებას/ფრაზას და შემდეგ თარგმნის, შესაბამისად მას აქვს ფიქრის, გააზრების და დასვენების საშუალება.

სინქრონული თარგმანის დროს, მომხსენებლის/მოსაუბრის კვალდაკვალ მიმდინარეობს თარგმანიც. ესე იგი, თარჯიმანს მყისიერად უწევს ინფორმაციის მიღება, გააზრება და მსმენელთათვის მიწოდება. ეს ფორმა ძალიან დამღლელია და როგორც წესი, თარგმნის დროს მინიმუმ ორი თარჯიმანი მუშაობს, 10–15–20 წუთიანი მონაცვლეობით. შეიძლება თარჯიმნების რაოდენობა შეიცვალოს, შეხვედრის, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე.

ღონისძიების სპეციფიკა გულისხმობს მის ხანგრძლივობას, თემის სირთულეს, მომხსენებლთა რაოდენობას და ენობრივ მრავალფეროვნებას.

სინქრონული თარგმანის დროს, თარჯიმანი ზის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან კაბინაში, აღჭურვილია ყურსასმენებით და მიკროფონით. ყურსასმენში ესმის მსმენელთათვის უცხო ენა, ხოლო მიკროფონის დახმარებით თარჯიმნის ხმა გადაეცემა, დამსწრეთა ყურსასმენებს.

არ მახსოვს ბოლოს რა ღონისძიებაზე გახლდით, მაგრამ ყურში ახლაც ჩამესმის თარჯიმნის კივილნარევი ყვირილი, ისეთი ყვირილი, რომ მსმენელებმა, მოიხსნეს ყურსასმენები და ისე უსმენდნენ მომხსენებელს, რამაც ყველა დაგვღალა.

მიზეზი: გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობა, არაჰერმეტული სათარჯიმნო კაბინა, ამას დამატებული თარჯიმნის ზედმეტად მაღალხმიანობა.

 

როგორ მოვემზადოთ შეხვედრისთვის/ღონისძიებისთვის:

1. კარგი თარჯიმანი

პირველ რიგში უნდა მოძებნოთ კარგი თარჯიმანი, ენის მცოდნე და შესაბამისი გამოცდილებით.

“გაიკითხეთ–გამოიკითხეთ” მეთოდი ხშირ შემთხვევაში მუშაობს, ჯერ ასე სცადეთ. ღია ვაკანსიის გამოცხადება დროს წაგართმევთ და ამას გარდა უნდა გყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ცოდნას და გამოცდილებას შეამოწმებს. სივის არ ენდოთ, ისე როგორც “რუჩქებს”.😀

“ინგლისური ყველამ იცის” ამ განწყობით ნუ მიუდგებით საქმეს, კარგი თარჯიმნის მოძებნა ძალიან რთულია, მითუმეტეს ისეთის, რომელიც საჭირო დროს თქვენთვის მოიცლით.

თარჯიმანი, რომელიცუკვე   მუშაობს სრული დატვირთვით, არ გამოგადგებათ, ის უბრალოდ არ მოცდება ერთჯერადი სამუშაოსთვის.

ასევე არ გამოგადგებათ მთარგმნელი, რომელიც 80–90% წერილობით თარგმანზე მუშაობს, მას უბრალოდ არ სცალია აქეთ–იქეთ სირბილისთვის (გიდი–თარჯიმანი) და არც ერთჯერადი ღონისძიებისთვის, გარდა ამისა არც იმდენად გამოცდილია ზეპირ თარგმანში.

თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც უშუალოდ ზეპირ თარგმანზე მუშაობს და მის ძირითად სამუშაოს სწორედ ერთჯერადი ღონისძიებების, შეხვედრების, ტურისტების აკომპანირება წარმოადგენს.

2. თარჯიმნის მთავარი თვისებები

ღონისძიება/შეხვედრისთვის შესაფერის თარჯიმანს, სამი ძირითადი თვისება უნდა ახასიათებდეს:

ა) მდიდარი ლექსიკა ორივე ენაში (ორიგინალის ენა და სამიზნე ენა);

ბ) ორივე ქვეყნის კულტურის შესახებ წარმოდგენა/ინფორმირებულობა;

გ) მეტყველებდეს გარკვევით

დ) საკმარისი გამოცდილება.

3. ტექნიკური გამართულობა

ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრის ორგანიზებისას კარგად დაგეგმოთ რიგი ტექნიკური საკითხები.

ამისთვის კარგი ტექნიკოსი გჭირდებათ, რომელიც შესაბამისად მოაწყობს სათარჯიმნო კაბინას, გამართავს კაბელებს, გააკონტროლებს ხმას და ა.შ.

როგორც მსმენია, ზოგიერთი ახალი საკონფერენციო დარბაზი უზრუნველყოფილია მსგავსი აღჭურვილობით, სადაც დაზღვეული იქნებით ისეთი ლაფსუსებისგან, როგორიც ზემოთ ვახსენე.

4. მასალების წინასწარ გაცნობა

ღონისძიების კარგი ორგანიზატორი თარჯიმნებს წინასწარ გაუგზავნის მომხსენებლის სიტყვას, დაგეგმილ საპრეზენტაციო მასალას (სლაიდშოუ და ა.შ.), ასევე, სპეციფიკური ხასიათის ღონისძიების შემთხვევაში, ხშირად მიმოქცევადი სპეციფიკურ/თემატური სიტყვების მცირე ლექსიკონს.

კარგი და გამოცდილი თარჯიმანი აუცილებლად შეგეკითხებათ გაქვთ თუ არა ღონისძიების თემის შესახებ რაიმე მასალა და გთხოვთ რომ წინასწარ გაუგზავნოთ (ჩუმად გაგიმხელთ, ეს ერთ–ერთი ინდიკატორია მისი გამოცდილების).

5) დრო

კარგად განსაზღვრეთ ღონისძიების/შეხვედრის დროს, გაითვალისწინეთ რომ სინქრონული თარგმანისას თქვენ ჩვეულებრივზე უფრო ნელა საუბრობთ.

ხოლო თანმიმდევრული თარგმანისას, თუ კი თქვენ გაქვთ ნახევარ საათიანი მოხსენება/სიტყვა, ღონისძიება დაგეგმეთ 1 საათიანი, ვინაიდან თანმიმდევრული თარგმანისას წარმოთქმული სიტყვა, ფაქტობრივად ორჯერ ითქმის, ე.ი. ორჯერ მეტ დროს წაიღებს ღონისძიება.

როგორ უნდა მოიქცეთ ღონისძიების/შეხვედრის განმავლობაში:

1. სათადარიგო მასალა

გაგზავნილი მასალა შეიძლება თან არ აღმოაჩნდეს თარჯიმანს, ან ბოლო წუთს, საპატიო მიზეზების გამო შეიძლება სხვა თარჯიმანი მოგევლინოთ, შეთანხმებულის ნაცვლად.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ ვთქვი, შეიძლება ორი ან მეტი თარჯიმანი მოვიდეს, ამიტომ წინასწარ მოიმარაგეთ სათადარიგო მასალები.

2. ისაუბრეთ ნელა და გარკვევით

თვით პროფესიონალებსაც სჭირდებათ დრო თქვენი ნათქვამის გასაგებად და სამიზნე ენაზე მოსამზადებლად. თუ სწრაფად ისაუბრებთ, ამით ბევრს დაკარგავთ. საჭიროების შემთხვევაში კარგი თარჯიმანი, მსმენელების საშუალებით გეტყვით, რომ ნელა ისაუბროთ.

3. მოერიდეთ სასაუბრო ლექსიკას (კოლოქვიალიზმებს)

ენა მდიდარია კოლოქვიალიზმებით. თვით სრულყოფილ თარჯიმანსაც კი შეიძლება გაეპაროს  ენისთვის დამახასიათებელი მოქნილობა, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც ორიგინალის ენა არ არის მშობლიური ენა (რაც ხშირ შემთხვევაში ასეა).

გამოიყენეთ მარტივი სიტყვები/წინადადებები და მოერიდეთ იდიომებს, ანდაზებს, ასე მაგალითად, “შეაყარე კედელს ცერცვი”, “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”,  “ლუკმა გავარდა, ჯამში ჩავარდა” და ა.შ.

თქვენს მოხსენებას შეიძლება ძალიან უხდება ზემოაღნიშნული ფრაზები და ამით გარკვეული განწყობის გამოხატვა გსურთ, მაგრამ თარჯიმანს არ აქვს იმის დრო, რომ ასეთი ფრაზების შესატყვისი გაიხსენოს სამიზნე ენაში.

4. კონტაქტი თარჯიმანთან

როგორც წესი, თარჯიმანი თქვენი ხილვადობის არეშია. პერიოდულად შეხედეთ მას, თუ ყველაფერი წესრიგშია განიშნებენ ღონისძიების/შეხვედრის დაწყებამდე შეთანხმებული ჟესტით, ხმამაღლა უნდა ისაუბროთ თუ არა, ნელა უნდა ისაუბროთ თუ არა, და ა.შ.

6. მადლობა

შეხვედრის დასასრულს, საჯაროდ მადლობა გადაუხადეთ თარჯიმანს/თარჯიმნებს,  მათ ხომ უმძიმესი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის ურღვევი კავშირი შემდგარიყო.

შეეცადეთ გაითვალისწინოთ ეს შენიშვნები და რეკომენდაციები, ღონისძიების მოწყობის დროს, სადაც თარჯიმნებიც გჭირდებათ, ამ შემთხვევაში, ღონისძიება ყველა კუთხით საუკეთესო იქნება და მომხსენებლის სიტყვაც იპოვის თავის ადრესატს ისე, რომ არ დაიკარგება თარგმანში.

UNSC სამიტი, 2005წ.

ზედა მარჯვენა კუთხეში, ორ რიგად თარჯიმნების კაბინები

6 responses

  1. Zurab

    Linkedin-ით იშვიათად ვსარგებლობ, მაგრამ ასე მგონია, თუ ვინმე ქართველი მთარგმნელი შემოდის აქ აუცილებლად ნახავს თქვენს წერილებს; ამიტომ მინდა ყველას შევთავაზო: ისარგებლონ Termwiki.com -ის მომსახურებით და ხელი შეუწყონ მის განვითარებას. ვინც საიტზე შევლენ ყველაფერს თვითონ ნახავენ.

    April 12, 2012 at 6:00 pm

    • მეც იშვიათად ვსარგებლობდი, პრინციპში აქტიურ სარგებლობას არც მოითხოვს ისე როგორც ფეისბუქი ან ელ–ფოსტა, უბრალოდ როგორც სივი შეგიძლიათ ლინქდინის ლინკი გაუგზავნოთ ან მარტივად პდფ ვერსია ჩამოტვირთოთ, თან მომხმარებლებიც კომპაიების და მისი თანამშრომლების სახით დღითიდღე ემატება🙂 თქვენს შემოთავაზებულ საიტსაც ვეწვევი

      April 13, 2012 at 8:47 pm

  2. სწორი ხარ, მთარგმნელი დოკუმენტებს თარგმნის, თარჯიმანი კი ზეპირ თარგმანებს ასრულებს, მაგრამ ამ ოხერ დიპლომში მაინც თარჯიმანი მიწერია :დდდდ
    არადა მთარგმნელი ვარ:/
    ვის ვუსაყვედურო (ეს რბილად?) :დდდ
    რომ არ ვიცი, ამიტომ ამ ტერმინებს წაღმა–უკუღმა ვხმარობ მაინც :დდდ ენის პალატა გვჭირდება მართლა ოღონდ და თანაც მრავალმხრივი ფუნქციით : )

    July 25, 2012 at 8:14 pm

    • რატომ გიწერია? ანუ რა დაამთავრე?

      July 31, 2012 at 7:07 am

      • ინგლისური ენის სპეციალისტი, მაგრამ კვალიფიკაციაა თარჯიმნის:/

        July 31, 2012 at 9:55 am

      • მე მიწერია ფილოლოგიურ მეცნიერებათა ბაკალავრი – ანგლისტი

        July 31, 2012 at 9:56 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s