საინტერესო ფაქტები გაერთიანებული სამეფოს ისტორიიდან

1) ჩრდილო–გერმანულმა ტომებმა გაანადგურეს ბრიტები და აღმოფხვრეს ადგილთა კელტური სახელები ქვეყანაში და გაანადგურეს ქრისტიანობის კერები.

სამაგიეროდ შემოიტანეს წარმართული ღმერთების სახელები, რომლებიც დღესაც შემორჩენილია ინგლისურ ენაში, კვირის დღეების სახელების სახით.

Sunday – მზის დღე

Monday – მთვარის დღე

Tuesco – მარსის, ომის ღმერთის დღე,

Woden – მოგზაურობის, გზისა და საზღვრების მფარველი

Thor – ჰაერის, მეხისა და ქარიშხლის ღმერთი

Freya – მშვიდობის, სიხარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი

Saturday მიწათმოქმედების ღმერთის სატურნის დღე

 

2) პირველი წიგნი ინგლისურ ენაზე დაბეჭდა უილიამ კექსთონმა, 1474 წელს, ბრიუგეში (ბელგია), ხოლო 1477 წელს მანვე გახსნა ლონდონში  პირველი სტამბა.

 

3) სიტყვა “სნობი” წარმოიშვა იტონის Public School–ში, სადაც წარჩინებულთა ჩვილების საწოლებთან ეკიდა მათი გვარისა და ტიტულის აღმნიშვნელი დაფა, ხოლო სხვათა გვარს მისდევდა შემოკლება S. NOB – Sine Nobilitate, რაც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ტიტულის გარეშე.

 

4) ყოველგვარი ავტონომია და სამთავროს სტატუსი უელსმა საბოლოოდ დაკარგა XVI ს–ში, ხოლო უელსის პრინცად 1284 წლიდან ითვლება ინგლისის ტახტის მემკვიდრე.

 

5) პიქტებს, რომაელები უწოდებდნენ წინაკელტურისა და კელტურის ნარევ ჩრდილო–შოტლანდიურ ტომებს, რომელთაც წესად ჰქონდათ სხეულისა და სახის ტატუირება ან მოხატვა.

იხ. ტატუ

პიქტი ქალი 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s