მრავალენოვანი ქვეყნები
ორი ქვეყანა – პაპუა ახალი გვინეა 850 ენით და ინდონეზია დაახლოებით 670 ენით, მსოფლიო ენების საბადოს მეოთხედს შეადგეს. და თუ ამას დავუმატებთ შვიდ ქვეყანას, რომელთაგან თითოეული ორასზე მეტ ენას შეიცავს (ნიგერია 410, ინდოეთი 380, კამერუნი 270, ავსტრალია 250, მექსიკა 240, ზაირი 210, ბრაზილია 210) ჯამში ენების საერთო რიცხვი 3500 აღწევს; რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სალაპარაკო ენების ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ 9 ქვეყანაზე მოდის.
თუ ამ საკითხს კონტინენტების ჭრილში განვიხილავთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას დაახლოებით ათასამდე სალაპარაკო ენა აქვს, რაც შეადგენს 15%–ს; აფრიკა ფლობს 30%–ს, ხოლო წყნარი ოკეანის სივრცე 20%–მდე.
გაგიკვირდებათ და ევროპა, ამ მხრივ მკვეთრად ჩამორჩება და არ გამოირჩევა ენობრივი მრავალფეროვნებით – ევროპაში მსოფლიო ენების მხოლოდ 3%–ზე საუბრობენ.
Kids from Papua New Guinea
- Posted in: სხვა ამბები
- Tagged: ამერიკა, აფრიკა, ბრაზილია, მსოფლიოში ენები, პაპუა ახალი გვინეა, სალაპარაკო ენა