პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა

ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია

ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს.

გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი. თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა.

და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა, მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია სამუშაოს სწრაფად შესრულებაში, ტექსტში თუ ბეჭდვითი შეცდომებია ეს ბეჭდვის პარალელურად უნდა გასწორდეს, რადგან თარგმანის დასრულების შემდეგ შეიძლება ამის დრო არ შემოგენახოთ. ( ამისთვის, პერიოდულად ეკრანს უნდა ახედოთ ან სულ ეკრანს უყუროთ.

სასარგებლო ლინკები ბეჭდვითი უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად   

თამაში თითების სწორად გადანაწილებისთვის

სხვა თამაშები სისწრაფეზე და თითების გადანაწილებისთვის

არადა რა 2 თითი, ორი ხელი არ მყოფნის და ხანდახან მინდა რომ ასეთი ვიყო😀

2 responses

  1. Tamuna Minashvili

    G დავიწყებიათ ინგლისელებს, ეტყობა!😀
    რა, ვქნა, დედა, შენსავით პიანინოსავით ვერასდროს დავუკრავ კლავიატურაზე და მომკლალი თუ გინდა!!!😀😀 :*

    May 9, 2012 at 2:19 pm

    • G იგულისხმება მარჯვენა საჩვენებელ თითთან😀

      May 10, 2012 at 6:52 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s