თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

საქართველოში, მთარგმნელები თითქმის არ ვართ “განებივრებული” თემატური სემინარებით, ფორუმებით, ტრენინგებით, განსაკუთრებით კი ლიტერატურული, სამეცნიერო თარგმანების მიმართულებით. ამ შემთხვევაში გამიმართლა, მეგობარმა ლინკი გამომიგზავნა თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ, სხვანაირად ალბათ ვერც გავიგებდი, ან ძალიან გვიან.

მითითებულ მისამართზე გავაგზავნე განაცხადი ინგლისური ენის მიმართულებით და დადებითი პასუხიც მალე მივიღე, ცოტა ხნის შემდეგ დავალებებიც გამომიგზავნეს, ლიტერატურული თარგმანი – ორი მოთხრობა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და ერთი სამეცნიერო ლიტერატურული ტექსტი – ამონარიდი კორნელი კეკელიძის ნაშრომიდან, ასევე ქართულიდან ინგლისურ ენაზე სათარგმნი. დავალების შესასრულებლად 25 აგვისტომდე მაქვს დრო.

რაც შეეხება თავად საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, სკოლის მასპინძელია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ტარდება ასოციაცია CCU (კროს-კულტურული უნივერსუმი), GCLA-ს  (კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია) და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

სკოლა სტარტს 3 სექტემბერს აიღებს და დასრულდება 12 სექტემბერს. პროგრამის ფარგლებში გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე ქართული მხატვრული და სამეცნიერო ტექსტების პროფესიული თარგმნისთვის გამიზნული ლექციების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა, აგრეთვე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უცხოური გამომცემლობებისათვის, შეხვედრა უცხოელ, ქართველ სპეციალისტებთან და ასევე ქართველ მწერლებთან. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „ქართული ლიტერატურული თარგმანები მსოფლიო ენებზე“, „ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“ და ა.შ.

წარმატებები მე!😀

 

 

6 responses

  1. warmatebebi :*

    July 31, 2012 at 9:46 am

  2. წარმატებები:*

    July 31, 2012 at 9:49 am

    • მადლობა ^_^

      July 31, 2012 at 9:51 am

  3. ზურაბ ფავლენიშვილი

    კომპიუტერულ თარგმნას თუ ასწავლიან სადმე? ან თუ შეიძლება რაიმე კონტაქტში შესვლა? აი ძალიან სასარგებლო პროგრამა:
    http://products.westernstandard.com/fluency.html
    თუმცა ქართულად ყველა საშუალებების გამოყენება არაა გათვალისწინებული.
    ხომ არ იცით სად მუშაობენ ასეთ სათარგმნ პროგრამებზე და მათი ლოკალიზაციის საკითხებზე? იქნებ რაიმე მონაწილეობის მიღება შეიძლებოდეს?

    August 2, 2012 at 6:18 am

    • სამწუხაროდ ქართულთან ინტეგრირებული არც ერთი არ არის ნორმალური, უფრო მეტიც სხვა ენებთან მიმართებაშიც ვერ თარგმნის ნორმალურად

      August 2, 2012 at 7:10 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s