ფილმები და თარგმანი

დღეს ბიაფის ფარგლებში ცნობილი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის პრესკონფერენციას და მასტერკლასს დავესწარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრესკონფერენციის დროს შეეხო, იყო ფილმების თარგმანის საკითხი.

თარგმანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ფილმის უდიდესი ნაწილი დიალოგებზე დგას. ჩემი, როგორც მთარგმნელის გადმოსახედიდან, ისეთივე შრომას მოითხოვს როგორც მხატვრული ნაწარმოების თარგმნა, და საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთარგმნელისთვის იმ ენისთვის, ქვეყნისთვის, კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების შენარჩუნება და მაყურებლისთვის ისე მიწოდება, როგორც რეჟისორმა და სცენარისტმა ჩაიფიქრეს.

თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის და არც ისე ხდება რომ ორიგინალის ენა ყველას ესმოდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ ვემხრობი ფილმის თარგმანების სწრაფ ტემპში შესრულებას და გარდა ამისა, ისევ და ისევ საუკეთესო გამოსავალია ორიგინალის ენის დატოვება და სუბტიტრების დართვა შესაბამის ენაზე. 

შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა სცენარის წერის დროს გათვალისწინებულ იქნეს თარგმანის მომენტი, რეჟისორმა უპასუხა: „კარგად მესმის რომ თარგმანის დროს უამრავ სირთულეს ვაწყდებით, თუმცა ამაზე არ ფიქრობ როცა დიალოგებს წერ და შესაბამისად ვერც გაითვალისწინებ; ამაზე რომ ვიფიქრო ძალიან შევიზღუდები; დიალოგები ქვეყნის, კონკრეტულად კულტურიდან, მისთვის დამახასიათებელი კულტურიდან, მისი ადამიანებიდან გამომდინარეობს და შეიძლება ვერ იყოს გლობალურ დონეზე ადაპტირებადი და ისე ჰაეროვნად არ გადავიდეს ერთი ენიდან მეორე ენაზე.

შესაძლებელია თარგმანის დროს რაღაც იკარგება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძირითადი მესიჯი აუცილებლად მიდის მაყურებლამდე. ამგვარად წინასწარ, სცენარის თარგმანზე მორგებბა ჩემთვის ნაკლებად მისაღებია.

გარდა ამისა, სცენარის წერა ძალიან ქაოტური პროცესია, მუდმივად უამრავ რაღაცას ვცვლი მუშაობის პროცესში და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არასოდეს დამთავრდება, თუმცა ბოლოს და ბოლოს მთავრდება და ცვილებების შემდეგი ტალღა გადაღებების და მონტაჟის დროს იწყება“.

მეც ვეთანხმები რეჟისორს, აბსოლუტურად შეუძლებელია სცენარის წერის დროს მისი მომავალი თარგმანის გათვალისწინება, თუმცა მთარგმნელები ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფილმის, მისი პერსონაჟების ხასიათი და მაყურებელს შეძლებისდაგვარად მივაწოდოთ ფილმის ძირითადი კონცეფცია.

4 thoughts on “ფილმები და თარგმანი

  1. მე მომწონდა “მზის” მიერ ფილმების გახმოვანება, მაგალითად “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”, რაღაც სასწაულად კარგი თარგმნილი გამოუვიდათ, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ.. აბა ახლა ეგრე ვინღა გააკეთებს : /

დატოვე კომენტარი