როგორ შევინარჩუნოთ ენერგია თარგმნის დროს

თარგმნის ძირი მწარე არის . . .  საინტერესო თემა წამოჭრა ჩემმა კოლეგამ პოლონეთიდან, როგორ ვინარჩუნებთ ენერგიას თარგმნის დროს. მოკლე ვადიანი თარგმანების დროს პრობლემები არ გვაქვს, არ არის მოსაწყენი, დროს მეტ–ნაკლებად ვანაწილებთ, მშვიდად გადავიკითხავთ და მალე ვასრულებთ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გრძელვადიან თარგმანებზე ვმუშაობთ? 

სოციალური მედია მარკეტინგი მთარგმნელებისთვის

რას ნიშნავს დამოუკიდებელი მთარგმნელი, იგივე ფრილანსერი? და რას ნიშნავს ზოგადად იყო მთარგმნელი? ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენთვის ვსხედვართ ვთარგმნით, ვთარგმნით და სხვა არაფერი გვეხება. სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგავრად არის, დღეს მთარგმნელი იგივე ბიზნესმენია, მთელი თავისი ატრიბუტიკით: ბუღალტერიის წარმოება, საოფისე ფართი, იჯარა, მომარაგება, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა, მათი მოზიდვა და ა.შ. სახელმწიფოსგან კი მხოლოდ მოჩვენებითი ხელშეწყობა, რომელიც… Read More სოციალური მედია მარკეტინგი მთარგმნელებისთვის

საჩუქარი თარჯიმანს

რა გაჩუქოთ? –უცვლელი კითხვა ყოველ დაბადების დღეზე, შეიძლება თქვენსკენაც ასეა. ფესვგადგმული მოსაზრების თანხმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი ლექსიკონის დანახვაზე სიხარულისგან ელდა მეცემა. ახალი ლექსიკონი რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ელდანარევი ნამდვილად არა. 😀 წიგნებს ჩემი სახსრებითაც იმდენს ვყიდულობ, წლიდან წლამდე ვერც კი ვასწრებ კითხვას, მაგრამ საჭირო დროს, სასურველი წიგნი ხელის გაწვდენის მანძილზე მეგულება. That’s the… Read More საჩუქარი თარჯიმანს

გრამატიკული ასპექტი თარგმანში (გაგრძელება)

ვაგრძელებთ წინა პოსტში დაწყებულ თემას და ვსაუბრობთ ქართული და ინგლისური ენების გრამატიკული ასპექტების თანხვედრის ან შეუსაბამობის შესახებ, ამ ენებიდან თარგმანის დროს. ქართულ კონსტრუქციებში, მოქმედებით გვარში გარდაუვალი ზმნის მიმღეობასთან იხმარება არა “have”, არამედ “be”, რაც ინგლისურშიც შემორჩენილია გადაადგილების აღმნიშვნელ ზმნებთან. მაგ.: He has gone. He is gone.  – ის წასულია რაც შეეხება ვნებით გვარს, ქართულ კონსტრუქციაში… Read More გრამატიკული ასპექტი თარგმანში (გაგრძელება)

გრამატიკული ასპექტი თარგმანში

მოყვარულის თუ პროფესიონალის დონეზე სწავლობთ ენას, გრამატიკის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სიღრმისეულად სწავლა მაშინ უფრო მოგიწევთ, თუ კი გსურთ პროფესიონალის დონეს მიაღწიოთ შესაბამის სფეროში. არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში ასწავლით, უნივერსიტეტში თუ თარჯიმანი ხართ, სიტყვების მარაგი და მდიდარი ლექსიკა თავისთავად მნიშვნელოვანია და მისი გამდიდრება ყოველდღიური მუშაობის პრეროგატივაა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ გრამატიკულ ასპექტებზეც, მის გარეშე… Read More გრამატიკული ასპექტი თარგმანში

სტილისტური ასპექტები თარგმანში

თავდაპირველი მნიშვნელობით სტილი გულისხმობდა გასანთლულ დაფაზე სიტყვების ამოსაკაწრავ წვერწამახულ ჩხირს.  შემდეგ იგი ეწოდა წერის მანერას, აზრის გამოთქმის მანერას, აქედან გადავიდა ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, არქიტექტურაზე. მაშასადამე, ზოგადად სტილი დღეს ნიშნავს იმას, რითაც ერთი ქმედება თუ ნამოქმედარი გამოირჩევა მსგავსი  ქმედებებისა თუ ნამოქმედეარისგან. ამ გამორჩეულობას ქმნიან გამორჩეული ადამიანები, შემოქმედებითი ნიჭის მქონენი, რომლებიც ითვალისწინებენ, ყოველ შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდნენ ამ ნამოქმედარის… Read More სტილისტური ასპექტები თარგმანში

თბილისის დეკლარაცია – 1977

მსოფლიოს პირველი სამთავრობათშორისო კონფერენცია გარემოსდაცვით სფეროში განათლების შესახებ ჩატარდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) ერთად; აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა თბილისში, საქართველო (სსრკ), 1977 წლის 14–26 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: დელეგატები 66 წევრი ქვეყნიდან და დამკვირვებლები ორი არაწევრი ქვეყნიდან; ასევე – გაეროს რვა სააგენტოს და პროგრამის  წარმომადგენლები და დამკვირვებლები. სამი სხვა… Read More თბილისის დეკლარაცია – 1977

რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ

“იქნებ ცოტა დააკლოთ, ბევრი მექნება სათარგმნი სამომავლოდ” “აუჰ! რატომ ასე ძვირი, სულ რამდენიმე წინადადებაა სათარგმნი, შემდეგ მეორდება, დანარჩენი კი ცხრილებია” (!) “რას აკეთებთ განსაკუთრებულს, სხედხართ კოხტად კომპიუტერთან და უკაკუნებთ” მსგავს ფრაზებს მრავლად მოისმენთ იმ ადგილას, სადაც მე ვმუშაობ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ალმაცერად უყურებს ჩვენს საქმიანობას და მიაჩნია, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე… Read More რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ

8 მითი თარჯიმნების შესახებ

1. თარჯიმანი = ქალი თარჯიმნები მხოლოდ ქალები არიან, რადგან მხოლოდ ისინი არიან ლინგვისტური ნიჭით დაჯილდოებულნი. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები უფრო მომთმენი ხასიათით გამოირჩევიან. ეს ასე არ არის, მართალია პროცენტულად, ალბათ უფრო მეტი ქალი თარჯიმანი შეგვხდებათ, მაგრამ მამაკაცი თარჯიმნებიც არიან და გონებრივის გარდა, შეიძლება ითქვას უფრო მეტი ფიზიკური რესურსი აქვთ, განსაკუთრებით ზეპირი თარგმანებზე მუშაობის დროს. 2. თარჯიმანი… Read More 8 მითი თარჯიმნების შესახებ

Bing თარჯიმანი

ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას; Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator.