საჩუქარი თარჯიმანს

რა გაჩუქოთ? –უცვლელი კითხვა ყოველ დაბადების დღეზე, შეიძლება თქვენსკენაც ასეა.

ფესვგადგმული მოსაზრების თანხმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი ლექსიკონის დანახვაზე სიხარულისგან ელდა მეცემა. ახალი ლექსიკონი რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ელდანარევი ნამდვილად არა.😀 წიგნებს ჩემი სახსრებითაც იმდენს ვყიდულობ, წლიდან წლამდე ვერც კი ვასწრებ კითხვას, მაგრამ საჭირო დროს, სასურველი წიგნი ხელის გაწვდენის მანძილზე მეგულება. That’s the point.

საჩუქარზე ჭმუნვამ რომ არ დაგღალოთ, გთავაზობთ სიას:   

 1. კალამი

მერე რა, რომ მეტწილად კლავიატურაზე ვაკაკუნებ, ახალი და ლამაზი კალამი ძალიან გამიხარდება, თან პერიოდულად ვიყენებ კიდეც.😉

2. წიგნის ან ლეპტოპის სადგარი

ყველაზე სასურველი საჩუქარი! ამ ნივთის საშუალებით შემიძლია სავარძელში, საწოლში, პუFში ან სადმე სხვა მოხერხებულ ადგილას დავიდო წიგნი, ლეპტოპი ან საწერი საშუალება. (Bed Table)

მაგალითად ასეთი🙂

3. ბლოკნოტი

ამ ნივთით ხშირად მანებივრებს ხან სეზანი, ხან თიბისი ბანკი, ამ უკანასკნელმა წელს ძალიან საინტერესო ბლოკნოტი მაჩუქა, თითოეული თვის შესაბამისი მოთხრობით . . .

მართალია, ორიოდე მოთხრობის გამოკლებით დანარჩენი რიგითი სკოლის მოსწავლის თავისუფალი თემის დონეს ვერ სცილდება, მაგრამ ბლოკნოტი წიგნად და წიგნი ბლოკნოტად – იდეა შესანიშნავია. მე მომეწონა. მადლობა თიბისის.

4. თერმო ჭიქა

გამომადგება ყავისთვის, ჩაისთვის და ა.შ. ბიბლიოთეკაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ასევე მაშინ როცა დრო არ მაქვს ხშირ–ხშირად მოვიდუღო ყავა.❤

5. მასაჟის ან SPA აბონემენტი

ჩემს მადლს მოისხამთ, თუნდაც ერთ დღიანი აბონემენტი რომ მაჩუქოთ😀

არაფერია ამაზე სასიამოვნო და სასარგებლო კომპიუტერთან დიდი ხნის მუშაობის შემდეგ.

მართალია ყოველთვის ვგეგმავ, აი ახლა ამ თარგმანს მოვრჩები და წავალ, მაგრამ ერთ თარგმანს მეორე მოსდევს და არ გამოდის და რომ მაჩუქოს ვინმემ წავალ ნამდვილად😀

პ.ს. 6. ლეპტოპის განახლებაც მინდა და დავწერ მაინც, რა ვიცი რა ხდება :D

 

პ.პ.ს. თქვენ თქვენი ვერსიები წარმოადგინეთ კომენტარებში, თუ არ დაგეზარებათ😉

6 responses

  1. Tamuna Minashvili

    რა წინდახედული ხარ!😀
    ადრიანად დაგიწყია წლევანდელი დაბ.დღისთვის მზადება!!!😀😀😀

    March 13, 2012 at 5:16 pm

    • აბა რა, აბა რა😀😀😀

      March 14, 2012 at 8:29 am

  2. თერმო ჭიქა და ლეპტოპი მეც მინდა. პლუს, ფოტოაპარატის ვსპიშკა, როგორაა ქართულად ნეტა, რაიმე ნორმალური ანდროიდი 2,3 ვერსიიდან, ქინდლი, დეზიგუალის ჯაკეტი და მარკ ხუთი დე, ფოტოაპარატია. გემოვნება მაქვს, მაგრამ მეეჭვება ესენი ვინმემ მაჩუქოს🙂

    March 13, 2012 at 5:54 pm

    • ეგენი არ ჩამოვწერე ფიქრო თორემ მეც მინდა😀
      რაც მეტ–ნაკლებად რეალურია ის დავწერე😀

      March 14, 2012 at 8:30 am

  3. მე დაბადებისდღეფობია მჭირს და არასდროს აღვნიშნავ, შესაბამისად საჩუქრებსაც თითქმის არავინ მჩუქნის. ძალიან ლამაზი შარფი მაჩუქეს თანამშრომლებმა წელს, ეგაა სულ.

    March 14, 2012 at 5:32 pm

    • მე ვიწრო წრეში, სულ თითზე ჩამოსათვლელი ახლობლების გარემოცვაში ძალიან მომწონს🙂 კარგია მაინც😉

      March 14, 2012 at 5:34 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s