გრამატიკული ასპექტი თარგმანში (გაგრძელება)

ვაგრძელებთ წინა პოსტში დაწყებულ თემას და ვსაუბრობთ ქართული და ინგლისური ენების გრამატიკული ასპექტების თანხვედრის ან შეუსაბამობის შესახებ, ამ ენებიდან თარგმანის დროს.

ქართულ კონსტრუქციებში, მოქმედებით გვარში გარდაუვალი ზმნის მიმღეობასთან იხმარება არა “have”, არამედ “be”, რაც ინგლისურშიც შემორჩენილია გადაადგილების აღმნიშვნელ ზმნებთან. მაგ.:

He has gone.

He is gone.  – ის წასულია

რაც შეეხება ვნებით გვარს, ქართულ კონსტრუქციაში ხდება ინგლისური სრული და განუსაზღვრელი დროების ერთ ფორმად ნიველირება, ე.ი. ერთნაირად თარგმნა.

მაგ.: I have been invited to the restaurant.  –

მე დაპატიჟებული ვარ რესტორანში.  მე დამპატიჟეს რესტორანში.  

ქართული ენის თავისებურება, კერძოდ ის, რომ ჩვენ გვაქვს ზოგი ზმნის ორი წარსული მიმღეობა, ინგ. თარგმანში ნიველირდება. მაგ.:

The milk has been boiled – რძე უკვე ადუღდა = რძე ადუღებულია = რძე ანადუღარია. 

ე.ი. აწმყო და წარსული დროის თარგმანებში, როგორც ვხედავთ ფიგურირებს:

1. ჩვეულებრივი აწმყო, წარსული და მომავალი დროის ფორმები, წყვეტილი;

2. I და II თურმეობითი;

3. ინგლისური პერფექტული კონსტრუქციის ბადალი ქართული კონსტრუქცია.

მაგრამ, როგორც ვიცით მომავალი თურმეობითი არ არსებობს და მომავალი დროის თარგმანებში თურმეობითი კომპონენტი არ არსებობს. მაგ.:

The boy has done his lessons.

1. ბიჭმა უკვე ისწავლა გაკვეთილები.

2. ბიჭს უსწავლია გაკვეთილები.

3. ბიჭს ნასწავლი აქვს გაკვეთილები.

The boy had done his lessons, when we came.

1. ბიჭმა უკვე ისწავლა, სანამ ჩვენ მივიდოდით.

2. ბიჭს გაკვეთილები ესწავლა, სანამ ჩვენ მივიდოდით.

3. ბიჭს ნასწავლი ჰქონდა გაკვეთილები, ჩვენ რომ მივედით.

The boy will have done his lessons, when we came.

1. ბიჭი ისწავლის სანამ ჩვენ მივალთ.

2. არ არის.

3. ბიჭს ნასწავლი ექნება ჩვენ რომ მივალთ.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია ე.წ. მომავალი წარსულში დრო, რომელიც წარმოადგენს მომავალს არა აწმყოს პოზიციიდან, აწმყოსთვის, არამედ წარსულის რომელიმე წერტილისთვის.  ასეთივე დროის ფორმა გვაქვს ქართულშიც, ოღონდ მას კავშირებითი კილოს ფორმას უწოდებენ. მაგ.:

The child promised that he would not go out. (Future-in-the-past)

If the boy had the book, he would study. (subjunctive mood)

1. ბავშვმა პირობა დადო, რომ ის არ გავიდოდა გარეთ.

2. ბიჭს რომ წიგნი ჰქონოდა ის კარგად ისწავლიდა.

ე.წ. ეს ფორმა ინგლისურსა და ქართულში ერთნაირად ფუნქციონირებს, ერთ შემთხვევაში თხრობითი კილოს მომავალი დრო, მეორეში კი კავშირებითი კილოს ფორმა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ მომავალი წარსულში დროით აღნიშნული მოქმედება ისევ მომავალია ან კვლავ აწმყოა, მისი ქართულად თარგმანი სხვა ფორმებით ხდება. კერძოდ, წინადადება: “The man said that he would come on Monday” და ეს “ორშაბათი” ჯერ არ დამდგარა, ჩვენ მას ქართულად ვთარგმნით ჩვეულებრივი მომავალი დროის ფორმით, “კაცმა თქვა, რომ ის ორშაბათს მოვა”, ან თუ ეს ორშაბათი დღესაა, მაშინ “კაცმა თქვა, რომ დღეს მოდის აქ”.

ამგვარად ხედავთ, რომ ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, ამოცანა განსაკუთრებით რთულდება, როდესაც ვთარგმნით ლიტერატურულ ნაწარმოებს, სადაც გარდა ლექსიკური, გრამატიკული ასპექტების თანხვედრაზე მუშაობისა, აუცილებელია ნაწარმოების ავტორის შესწავლა, მისი მოღვაწეობის პერიოდის, ეპოქის გაცნობა (მცირე დოზით ჩვენი თანამედროვე მწერლის ნაწარმოების თარგმნისას და დიდი დოზით გასული საუკუნეების მწერლების შემთხვევაში) და შემდეგ ამ ყველაფრის შესაბამისი და ადექვატური მორგება მასპინძელ ენაში.

6 responses

  1. ამიტომაა რომ ლიტერატურულ შედევრებს არ ვთარგმნი.
    ქართულიდან ინგლისურზე დროითი ასპექტების მორგება შედარებით ადვილია ვიდრე პირიქით. თან შინაარსსაც ვითვალისწინებ, როცა მესმის რაზეა საუბარი, უფრო ადვილი მეჩვენება დროის გადმოტანა🙂

    March 12, 2012 at 8:02 pm

    • ლიტერატურულ შედევრებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება თორემ მოურგებელი არაფერია😀 ყველაფერს იპოვი.

      პ.ს. მე ის მიკვირს ყოველ კვირას ჟურნალ–გაზეთებს რომ მოყვება წიგნი იმას როგორ თარგმნიან ასე რიხინ–რიხინით😀

      March 13, 2012 at 12:27 pm

      • ააა, მე მითხრეს რომ ძველ თარგმანებს იღებენ და სვავენ ახალ ყდაში :დ

        March 13, 2012 at 3:03 pm

      • 😀 ეგ კიდევ კარგი, მაგრამ მე ვიცი რომ ახალიც ურევია აქა–იქ😀
        თან მიკვირს იმდენად, რამდენადაც არ არის ამდენი კვალიფიციური თარჯიმანი ახლა, არიან ძველები, ასაკში, რომელთაც აღარ შეუძლიათ ფიზიკურად.

        March 13, 2012 at 3:10 pm

      • აჰაჰა, რამდენ რამეს გამოტოვებდნენ ორიგინალიდან :დ
        არ შემიძლია რა, ნორმალურად ნათარგმნი წიგნი მინდა. მინდა ჩემს ენაზე სრულყოფილად წავიკითხო საზღვაგარეთის ლიტერატურა. ეს ჩემი უფლებაა😦

        March 13, 2012 at 3:29 pm

      • კი ტოვებდნენ, განსაკუთრებით ძალიან ძველ თარგმანებში, მაგალითად დორიან გრეის პორტრეტი, ჯერ საერთოდ ნათარგმნი რომ აღმოვაჩინე ის გამიკვირდა, მგონი 50-იან წლებში იყო ნათარგმნი.

        მსოფლიო ლიტერატურის სერიაში ძალიან კარგი თარგმანებია რაც არის, სამწუხაროდ ასეთი მთარგმნელები აღარ არიან😦

        March 13, 2012 at 3:34 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s