სოციალური მედია მარკეტინგი მთარგმნელებისთვის

რას ნიშნავს დამოუკიდებელი მთარგმნელი, იგივე ფრილანსერი? და რას ნიშნავს ზოგადად იყო მთარგმნელი?

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენთვის ვსხედვართ ვთარგმნით, ვთარგმნით და სხვა არაფერი გვეხება. სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგავრად არის, დღეს მთარგმნელი იგივე ბიზნესმენია, მთელი თავისი ატრიბუტიკით: ბუღალტერიის წარმოება, საოფისე ფართი, იჯარა, მომარაგება, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა, მათი მოზიდვა და ა.შ.

სახელმწიფოსგან კი მხოლოდ ბუტაფორიული ხელშეწყობა, რომელიც ფრიად არარენტაბელურია მთარგმნელობით პრაქტიკაში.

მთავარი გამოწვევა კლიენტების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და რაც უმნიშვნელოვანესია, მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოთ – თქვენი მოძებნა არ უნდა იყოს რთული.

XXI საუკუნეში კი, ვერაფერი ჩაანაცვლებს ინტერნეტს ამ გამოწვევისთვის თავის გასართმევად; ეს არის  მძლავრი საშუალება ნებისმიერი ფრილანსერისთვის და მცირე ბიზნესისთვის, თუ იცნობთ გამოყენების წესებს და გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ელით ამ საშუალებებისგან.

ბევრი ფრილანსერი მთარგმნელი კვლავაც ფიქრშია გამოიყენოს თუ არა სოციალური მედია მარკეტინგი, იმუშავებს თუ არა, გამოადგება თუ არა  . . .

საქართველოს რაც შეეხება, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ ან თუ შეხება აქვს სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებებთან (Facebook, Twitter, Linkedin და ა.შ.) არ იცის როგორ გამოიყენოს თავისი საქმიანობისთვის.

მაგრამ არც ისეა საქმე, რომ სოციალური მედია სასწაულებს მოახდენს და გაგიჩენთ უამრავ პოტენციურ თუ ფაქტობრივ მომხმარებელს, ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ფსონი თქვენს პროფესიონალიზმე და ოპერატიულობაზე დევს.

ნაბიჯი 1 – რა გჭირდება/რა გსურს?

ბევრმა არ იცის რა სურს და რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია სოციალურ მედია მარკეტინგს მათთვის და მათი საქმიანობისთვის.

თითოეული დამოუკიდებელი ბიზნესი ერთმანეთისგან განსხვავდება – დამწყებ მთარგმნელს და მთარგმნელს 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკით, რომელიც სოლიდური და ლოიალური კლიენტებით გამოირჩევა, ერთნაირი მიზნები და საჭირობები არ აქვთ.

ასე რომ, პირველ რიგში, თქვენს თავს დაუსვით კითხვა : “რა გჭირდებათ?”

  • იქნებ უბრალოდ კოლეგების გაცნობა მსოფლიოს მასშტაბით და იდეების გაზიარება
  • იქნებ ახალი მიმართულებით გსურთ მუშაობის დაწყება, მაგალითად, სპეციფიკური მთარგმნელობითი საქმიანობა, ტრეინინგ შესაძლებლობების გამოყენება და ა.შ.
  • იქნებ მთარგმნელთა ჯგუფის შექმნა გსურს, რომელიმე კლიენტისთვის?
  • იქნებ უფრო მეტი კლიენტის მოზიდვა გსურს
  • და ა.შ.

ნაბიჯი 2:  რას გთავაზობს სოციალური მედია

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით და გაარკვევთ რა გსურთ ან რა გჭირდებათ, მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, შეუძლია თუ არა სოციალურ მედია მარკეტინგს თქვენი მოთხოვნების და სურვილების დაკმაყოფილება:

  • ონლაინ რეპუტაციის შემუშავება & მართვა
  • ხელმისაწვდომობა & საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია
  • პირდაპირი კავშირი პოტენციურ მომხმარებლებთან
  • კონტაქტების დამყარება კოლეგებთან და კლიენტებთან (და თან დამეგობრება)
  • გადმოცემის,მომხმარებლებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაზიარების ძალა
  • უახლესი ამბები, საშუალებები და ტენდენციები თქვენს სფეროში;

გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი:

მომხმარებლის გამოხმაურება:  თვალი ადევნეთ და უპასუხეთ, შეკითხვებს, კომენტარებს და ა.შ. ნებისმიერი დადებითი გამოხმაურება უკვე ძალიან კარგია.

იყავით პროფესიონალი, დაიცავით ქსელური ეტიკეტი, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა, მომხმარებლებთან კომუნიკაციისას არ არის რეკომენდებული ზედმეტი ძახილის (!!!!!!!) და კითხვის ნიშნების (?????), ასევე ქეფსლოქის  და ლათინური ანბანის გამოყენება, როდესაც ქართულად პასუხობთ.

სტატუსების განახლებისას იყავით ნოვატორი, ორიგინალური და საინტერესო, ეცადეთ თავი არ მოაბეზროთ თქვენს მეგობრებს/მომხმარებლებს/დაინტერესებულ პირებს, ვფიქრობ, მათ არ დააინტერესებთ, როგორ გაგერღვათ წინდა, მანქანიდან გადმოსვლის დროს.

თუ არ შედიხართ მომხმარებლებთან ურთიერთობაში ან არ პასუხობთ უარყოფით გამოხმაურებას, ეს თქვენს რეპუტაციას ძალიან ავნებს, პირდაპირ მიანიშნებს თქვენს არაპროფესიონალურ მიდგომაზე და გულწრფელად, რომ გითხრათ – თქვენს სიზარმაცეზე.

ეს მარტივი და უფასო, მაგრამ პროფესიონალური საშუალება უფრო და უფრო გლობალურად გამოიყენება, ასევე ხელს უწყობს თქვენი ბლოგის თუ ვებგვერდის  (სასურველია ან ერთი გქონდეთ ან მეორე, ან ორივე) ტრაფიკის გაზრდას (ვიზიტორების რაოდენობას).

რას გაიღებთ სოციალურ მედია მარკეტინგში წარმატების სანაცვლოდ?

თქვენ გაიღებთ ყველაზე ძვირფასს, დროს და რესურსებს ქსელში აქტიური მუშაობისთვის, მომხმარებლების საპასუხოდ და მათთვის ახალი ინფორმაციის, კონტენტის შეთავაზებისთვის.

შედეგი: სამწუხაროდ, ფაქტობრივად შეუძლებელია გააკონტროლოთ თუ რამდენი ბიზნეს გარიგება (თარგმანის შეკვეთა) მოიპოვეთ თქვენი მარკეტინგული სვლების შედეგად.

ჩემი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა თუ რამდენად გაიზარდა ჩემი ახალი ნაცნობ–მეგობრების რიცხვი და მათგან რამდენი გახდა ჩემი ფაქტობრივი კლიენტი ან არის/იქნება პოტენციური კლიენტი.

და ბოლოს, სოციალური მედიის ბირთვი ურთიერთობებია, დაამყარეთ, ხელი შეუწყეთ და შეინარჩუნეთ ეს ურთიერთობები, ოღონდ ნუ გადაამლაშებთ, ვინაიდან, სოციალური მედია მხოლოდ სწორად გამოყენების შემთხვევაში იქნება ძალიან ეფექტური საშუალება თქვენი და თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

4 responses

  1. ///მომხმარებლებს არ დააინტერესებთ, როგორ გაგერღვათ წინდა, მანქანიდან გადმოსვლის დროს.///

    😦

    April 3, 2012 at 12:18 pm

  2. Tamuna Minashvili

    ჩემი პროგრესულად მოაზროვნე და 21-ე საუკუნის ჭეშმარიტი მოქალაქე გოგო!!! :*

    October 25, 2012 at 11:26 am

    • 😀😀 გავწითლდი

      October 25, 2012 at 11:33 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s