სტილისტური ასპექტები თარგმანში

თავდაპირველი მნიშვნელობით სტილი გულისხმობდა გასანთლულ დაფაზე სიტყვების ამოსაკაწრავ წვერწამახულ ჩხირს.  შემდეგ იგი ეწოდა წერის მანერას, აზრის გამოთქმის მანერას, აქედან გადავიდა ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, არქიტექტურაზე.

მაშასადამე, ზოგადად სტილი დღეს ნიშნავს იმას, რითაც ერთი ქმედება თუ ნამოქმედარი გამოირჩევა მსგავსი  ქმედებებისა თუ ნამოქმედეარისგან. ამ გამორჩეულობას ქმნიან გამორჩეული ადამიანები, შემოქმედებითი ნიჭის მქონენი, რომლებიც ითვალისწინებენ, ყოველ შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდნენ ამ ნამოქმედარის მომხმარებელთა გემოვნებას და ბუნებრივია აქ გასათვალისწინებელია თვით ობიექტის თავისებურებებიც. მაგ. რა უკიდეგანო ფანტაზიაც არ უნდა ჰქონდეს დიზაინერს, იგი ვალდებულია ტანსაცმელს გაუკეთოს ხელ–ფეხისა და თავის გასაყოფი.

ლინგვისტიკაში სტილი ეწოდება აზროს გამოთქმის ფონეტიკურ, ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებათა სისტემას; ლიტერატურაში ძირითადად 2 სტილის შესახებ საუბრობენ: სასაუბრო და წიგნური სტილი.

სასაუბრო სტილი თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფა:

1. სასაუბრო–ლიტერატურული სტილი, რომელშიც იგულისხმება ის სიტყვები და გამოთქმები, რომელსაც განათლების მქონე, ინგლისური ენის მცოდნე (ინგლისურ ენაზე მოსაუბრე) ადამიანი იყენებს თავის ყოველდღიურ ზეპირ თუ წერით მეტყველებაში. ჩვენს შემთხვევაში ეს არის სტანდარტული ინგლისური;

2. სუფთა სასაუბრო, ანუ ფამილარული სტილი, სადაც გვაქვს გარკვეული შემოკლებები, მაგ. doc = doctor, lab = laboratory, lav = lavatory და ა.შ.

ჩემი მოკრძალებული აზრით ამ სტილს შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. digispeak – ციფრული ენა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებში – ჩატებში, სოციალურ ქსელებში, ფორუმებში და ა.შ.

მაგალითად, როგორიცაა WTF = What the Fuck = Who the Fuck = Why the Fuck; CYO = See You Online; B4N – Bye for now; TTUL = Talk To you later;  tl;dr = too long didn’t read; IMHO = In My Humble Opinion და ა.შ.

3. ვულგარული სტილი (relating to, or current among the great mass of common people, in contrast to the educated, cultured, or privileged;), სადაც შედის ლანძღვა–გინება, წყევლა–კრულვა, “damn it”, “bloody”, “shut up”, ‘put a sock in it”, “sob” ამ და მსგავს სიტყვებს ხშირად მიაკუთვნებენ slang–ს, რაც არასწორია, რადგან ჟარგონი კი არის ბუნებით ვულგარული, მაგრამ გავრცელებულია და ემსახურება გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს. მაგალითად, მოსწავლეთა ჟარგონი to cram – ზუთხვა, to cut lessons, to play the truant – შატალოზე წასვლა, გაკვეთილების (ლექციების) გაცდენა;

სამხედრო ჟარგონში big noise – გენერალი, უფროსი, picture show – ბრძოლა; კრიმინალების ჟარგონში: a persuader – რევოლვერი, დანა, wrap – მოკვლა, equalizer – იარაღი, თოფი, პისტოლეტი.

წიგნური სტილში შედის:

1) მაღალფარდოვანი ლექსიკა, მაგალითად – to commence = to begin–ის ნაცვლად, to end = to finish–ის ნაცვლად, to demonstrate, to present = to show–ის ნაცვლად. რასაკვირველია აღნიშნული წყვილები სინონიმებია, თუმცა მათ გამოყენებას თავისი დანიშნულება აქვს, გააჩნია სად იყენებთ, თუ იცავთ წერის აკადემიურ სტილს, მის გარკვეულ კანონზომიერებებს, მაშინ ამ საბაზისო წესებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. საქმიანი საუბრები/მიმოწერა, სხვადასხვა დანიშნულების/თემატიკის ანგარიშები/მოხსენებები, დასკვნები, ნაშრომები, კვლევები, ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, სადაც მსგავს ლექსიკურ მარაგს იყენებენ.

აქვე შედის, მწიგნობრული ლექსიკა, რომელსაც პოეტურს უწოდებენ, ბევრი არქაიზმებით და ნეოლოგიზმებით.

ასევე ოფიციალური გამოსვლების სტილიც, სადაც ცხადია ადგილი აქვს მაღალფარდოვან სიტყვებსა და გამოთქმებს (ქართულენოვან ოფიციალურ გამოსვლებს ნუ წარმოიდგენთ :D), მაგ.: donation – gift, comestibles – food, abandon – leave..

2) სპეციალური ტერმინოლოგია – ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი მახასიათებლების გამო ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია; სპეც. ტერმინოლოგია მეცნიერების ყველა დარგს თავისი აქვს, რომელიც სხვათაშორის ძირითადად შესაბამისი სპეციალობის ექსპერტთა მიერ იქმნება და არა ხალხში.

თარგმანის დროს ტერმინების გადმოტანა, თუ რა თქმა უნდა საერთაშორისოდ აღიარებულ და შეთანხმებულ ტერმინებთან ან/და ასევე საყოველთაოდ აღიარებულ ლათინური წარმოშობის სიტყვებთან (მაგ. მედიცინაში, სამართალში) არ გვაქვს საქმე, ძალიან რთულია, რადგან სხვადასხვა ენებში, სხვადასხვა კულტურის ხალხში არსებული დენოტატები (denotatum/denotata) ე.ი. აღსანიშნები, არ ემთხვევა ერთმანეთს სტრუქტურულად.

მაგალითად, როდესაც ვთარგმნით დაახლოებით 300 გვერდიან სამედიცინო ნაშრომს ვიწრო მიმართულების თემაზე “პრეპარატის კლინიკური და პრეკლინიკური მონაცემები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მაგალითზე”  უმჯობესია თუ ყურადღებით გადავაკითხავთ მინიმუმ პირველ 10 გვერდს – 10 იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ათიდან 4 გვერდი სარჩევს უჭირავს, ამით თქვენ მნიშვნელოვნად წასწევთ საქმეს წინ და შეძლებისდაგვარად გაამარტივებთ მძიმე შრომას, პირველ რიგში ნაშრომის სარჩევის თარგმნით შეჯერდებით სათაურებზე და ხოლო მთლიანობაში კი მინიმუმ პირველ ათ გვერდზე წინასწარი მუშაობით და ტერმინების დახვეწით შეაჯერებთ მთლიანი ნაშრომის ტერმინებს და სტილს.

როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემს მიერ ნათარგმნი ნაშრომი სამედიცინო იყო, კონკრეტული მიმართულების და კონკრეტული თემის შესახებ, ამგვარად 95% გარანტია გაქვთ იმისა, რომ მთელი ტექსტი ერთიან, სპეციფიკურ ტერმინოლოგიურ სტილში იყოს წარმოდგენილი.

სტილისტურად ყველაზე მეტად ნეიტრალურია სამეცნიერო–ტექნიკური სტილი.

როგორც ვხედავთ ლინგვისტიკაში აქცენტირებულია სტილის ენობრივი, უფრო სწორად კი ლექსიკური ინვენტარი, მაგრამ სტილს მეტყველებაში ქმნის არა მარტო ენობრივი მასალა, არამედ ამ მასალის მანიპულაციის ხასიათი, ანუ ამ სიტყვებისა და გამოთქმების ორდინალური თუ არაორდინალური ფუნქიონირება. სახელდობრ, ტექქსტები ე.ი. მეტყველების ნიმუშები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მარტო ლექსიკურ გრამატიკული შედგენლობით, არამედ ამ ტექსტების სტრუქტურით, კომპოზიციით, მათში შემავალი წინადადებების სიგრძე–სიმოკლით, სიმარტივე–სირთულით. წინადადებებში წევრთა პირდაპირი ან ინვერსიული განლაგებით და ა.შ.

ასე რომ, მთარგმნელის ამოცანა არა მარტო ერთ ენაზე გამოთქმული აზრის, ინფორმაციის, მეორე ენაზე ადექვატური გადატანაა, არამედ ამ აზრის, ინფორმაციის “სამოსელის”, “შეფუთვის”, შესაბამისი განმეორება მასპინძელ ენაში.

 

 

4 responses

  1. ამასწინად ჩემმა ბიოლოგმა ტვინმა გაჭედა და ვერაფრით ვერ ჩასვა სიტყვა სცენა (sTage ) სარა ბერნარის შესახებ წინადადებაში, ვაი სირცხვილო:)) იმ მიზეზით რომ ამდენი სამეცნიერო ტექსტებით ჩაბეტონებული ქონდა რომ სტადიაა.. ბევრი ვიცინე. ასე ხდება ხოლმე სამეცნიერო ლიტერატურის გარჩევით როცა სწავლობ ენას.

    March 2, 2012 at 11:13 pm

    • ჰო წარმომიდგენია😀 ვეღარ შეეგუა სხვა მნიშვნელობას🙂🙂

      March 3, 2012 at 10:34 am

  2. გრძელი ჩახვეული წინადადება იყო სარა ბერნარის სცენის შიშზე, რომელიც იდეაში, უპრობლემოდ უნდა გამეგო კონტექსტიდან გამომდინარე, აი გავჭედე და თან როგორ. ყველა სიტყვა სათითაოდ გადავამოწმე ლინგვოში დებილივით, იმის გარდა რომელიც შინაარსს ააბსურდებდა🙂

    March 3, 2012 at 8:08 pm

    • მაგ დროს ჯობია დაანებო თავი, შეისვენო ან სხვა წინადადებას მიხედო😉 მერე დაუბრუნდები, ისევ თავიდან წაიკითხავ ან წინადადებას, ან მთლიან აბზაცს და შეიძლება უშველოს ამან😀

      March 6, 2012 at 3:07 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s