Author Archive: Polyglot+
საჩუქარი თარჯიმანს
რა გაჩუქოთ? –უცვლელი კითხვა ყოველ დაბადების დღეზე, შეიძლება თქვენსკენაც ასეა. ფესვგადგმული მოსაზრების თანხმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი ლექსიკონის დანახვაზე სიხარულისგან ელდა მეცემა. ახალი ლექსიკონი რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ელდანარევი ნამდვილად არა. 😀 წიგნებს ჩემი სახსრებითაც იმდენს ვყიდულობ, წლიდან წლამდე ვერც კი ვასწრებ კითხვას, მაგრამ საჭირო დროს, სასურველი წიგნი ხელის გაწვდენის მანძილზე მეგულება. That’s the …
გრამატიკული ასპექტი თარგმანში (გაგრძელება)
ვაგრძელებთ წინა პოსტში დაწყებულ თემას და ვსაუბრობთ ქართული და ინგლისური ენების გრამატიკული ასპექტების თანხვედრის ან შეუსაბამობის შესახებ, ამ ენებიდან თარგმანის დროს. ქართულ კონსტრუქციებში, მოქმედებით გვარში გარდაუვალი ზმნის მიმღეობასთან იხმარება არა “have”, არამედ “be”, რაც ინგლისურშიც შემორჩენილია გადაადგილების აღმნიშვნელ ზმნებთან. მაგ.: He has gone. He is gone. – ის წასულია რაც შეეხება ვნებით გვარს, ქართულ კონსტრუქციაში …
გრამატიკული ასპექტი თარგმანში
მოყვარულის თუ პროფესიონალის დონეზე სწავლობთ ენას, გრამატიკის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სიღრმისეულად სწავლა მაშინ უფრო მოგიწევთ, თუ კი გსურთ პროფესიონალის დონეს მიაღწიოთ შესაბამის სფეროში. არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში ასწავლით, უნივერსიტეტში თუ თარჯიმანი ხართ, სიტყვების მარაგი და მდიდარი ლექსიკა თავისთავად მნიშვნელოვანია და მისი გამდიდრება ყოველდღიური მუშაობის პრეროგატივაა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ გრამატიკულ ასპექტებზეც, მის გარეშე …
სტილისტური ასპექტები თარგმანში
თავდაპირველი მნიშვნელობით სტილი გულისხმობდა გასანთლულ დაფაზე სიტყვების ამოსაკაწრავ წვერწამახულ ჩხირს. შემდეგ იგი ეწოდა წერის მანერას, აზრის გამოთქმის მანერას, აქედან გადავიდა ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, არქიტექტურაზე. მაშასადამე, ზოგადად სტილი დღეს ნიშნავს იმას, რითაც ერთი ქმედება თუ ნამოქმედარი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებისა თუ ნამოქმედეარისგან. ამ გამორჩეულობას ქმნიან გამორჩეული ადამიანები, შემოქმედებითი ნიჭის მქონენი, რომლებიც ითვალისწინებენ, ყოველ შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდნენ ამ ნამოქმედარის …
თბილისის დეკლარაცია – 1977
მსოფლიოს პირველი სამთავრობათშორისო კონფერენცია გარემოსდაცვით სფეროში განათლების შესახებ ჩატარდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) ერთად; აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა თბილისში, საქართველო (სსრკ), 1977 წლის 14–26 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: დელეგატები 66 წევრი ქვეყნიდან და დამკვირვებლები ორი არაწევრი ქვეყნიდან; ასევე – გაეროს რვა სააგენტოს და პროგრამის წარმომადგენლები და დამკვირვებლები. სამი სხვა …
რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ
“იქნებ ცოტა დააკლოთ, ბევრი მექნება სათარგმნი სამომავლოდ” “აუჰ! რატომ ასე ძვირი, სულ რამდენიმე წინადადებაა სათარგმნი, შემდეგ მეორდება, დანარჩენი კი ცხრილებია” (!) “რას აკეთებთ განსაკუთრებულს, სხედხართ კოხტად კომპიუტერთან და უკაკუნებთ” მსგავს ფრაზებს მრავლად მოისმენთ იმ ადგილას, სადაც მე ვმუშაობ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ალმაცერად უყურებს ჩვენს საქმიანობას და მიაჩნია, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე …
8 მითი თარჯიმნების შესახებ
1. თარჯიმანი = ქალი თარჯიმნები მხოლოდ ქალები არიან, რადგან მხოლოდ ისინი არიან ლინგვისტური ნიჭით დაჯილდოებულნი. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები უფრო მომთმენი ხასიათით გამოირჩევიან. ეს ასე არ არის, მართალია პროცენტულად, ალბათ უფრო მეტი ქალი თარჯიმანი შეგვხდებათ, მაგრამ მამაკაცი თარჯიმნებიც არიან და გონებრივის გარდა, შეიძლება ითქვას უფრო მეტი ფიზიკური რესურსი აქვთ, განსაკუთრებით ზეპირი თარგმანებზე მუშაობის დროს. 2. თარჯიმანი …
Bing თარჯიმანი
ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას; Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator.
ბლოგი მზადების პროცესშია
პერიოდულად შემოგთავაზებთ თარგმანებს, სიახლეებს მთარგმნელობით და სხვა მასთან დაკავშირებულ სფეროებში, გაგიწევთ კონსულტაციებს, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს და დაგეხმარებით. 🙂